Пандемия коронавируса - COVID-19 и человеческие клетки изучаются под микроскопом - Sputnik საქართველო, 1920
COVID-19 - ბოლო ცნობები
კაცობრიობა უდიდეს გამოწვევის - კორონავირუსის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. მეცნიერები და მსოფლიოს მთავრობები ყოველდღიურ ბრძოლაში არიან ჩართულნი ადამიანთა სიცოცხლის გადასარჩენად. რა ხდება მსოფლიოში და საქართველოში - იხილეთ Sputnik საქართველოს მასალებში.

COVID-19 და ვიტამინები: ეფექტურია თუ არა კორონავირუსის პრევენციისათვის

CC BY 2.0 / Colin Dunn / Vitamin Packagingვიტამინები
ვიტამინები - Sputnik საქართველო, 1920, 12.11.2021
გამოწერა
ინტერნეტ-სივრცეში ახალი კორონავირუსის COVID-19-ის გავრცელების პრევენციის შესახებ უამრავი ინფორმაცია და რჩევა ვრცელდება, მაგრამ ზოგიერთმა დაუდასტურებელმა მეთოდმა, თვითნებურად გამოყენებულმა მედიკამენტებმა შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს ადამიანის ჯანმრთელობას.
იმუნური სისტემის გასაძლიერებლად ადამიანები ხშირად იღებენ სხვადასხვა ტიპის დანამატებს, ვიტამინებს, ასევე ასმევენ ბავშვებს და ოჯახის სხვა წევრებს. რეალურად რა უნდა იცოდეთ ვიტამინების, კერძოდ, თუთიის და C ვიტამინის სწორად მიღებაზე და რამდენად ეფექტურია ის კორონავირუსიის პრევენციისთვის, ამის შესახებ დერმატო-ვენეროლოგი ზაზა თელია საუბრობს:
- ბოლო პერიოდია ხშირად გვესმის რეკომენდაციები თუთიის და C ვიტამინის მიღებასთან დაკავშირებით, რომ ისინი COVID-19-ის ან სხვა ვირუსული ინფექციებისგან დაგვიცავს.
საზოგადოებაში, სამწუხაროდ, პოპულარულია სხვადასხვა სახის „მედიკამენტების" გამოყენება, რომელთა მწარმოებელი კომპანიები, და არა მარტო, ასევე ხშირად ექიმებიც ირწმუნებიან, რომ ისინი ეფექტური საშუალებებია გრიპის, გაციების ან სხვა ვირუსული ინფექციების სამკურნალოდ. მათ შორის ბოლო პერიოდია COVID-19-ის მკურნალობისთვის ხშირად ხდება სხვადასხვა სამეცნიერო მტკიცებულებებს მოკლებული და არმქონე პრეპარატების გამოყენების აგიტაცია.
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
ასაკოვნების იმუნიტეტმა ახალგაზრდებისას აჯობა: უახლესი კვლევა COVID-19-ის უსიმპტომო ფორმაზე
თუთიის აცეტატის აბებით ჩვეულებრივი გაციების მკურნალობა (Zinc acetate lozenges for the treatment of the common cold) – რენდომიზირებული, ორმაგი-ბრმა, პლაცებო-კონტროლირებადი კვლევა, რომელიც ჩატარდა ფინეთში, სწავლობდა თუთიის აცეტატის აბების ეფექტურობას ჩვეულებრივი გაციების დროს.
დასკვნა: კომერციულად ხელმისაწვდომი თუთიის აცეტატის აბები (Zinc acetate lozenges) არ იყო ეფექტური ჩვეულებრივი გაციების სამკურნალოდ, როდესაც ის იქნა გამოყენებული ხუთი დღის განმავლობაში პირველი სიმპტომების გაჩენიდან.
უფრო მეტი სამეცნიერო კვლევებია საჭირო თუთიის აცეტატის აბების ეფექტურობის შესასწავლად, სანამ მისი ფართო გამოყენების აგიტაცია დაიწყება.
Vitamin C
ის აქტიურად იყიდება და გამოიყენება, განსაკუთრებით, გრიპის სეზონებზე. ასევე სპორტსმენებს რუტინულად, სისტემატურად ასმევენ გუნდებში და რეკომენდაციას აძლევენ მოიხმარონ ეს დანამატი.
ამ დანამატის ანოტაცია ირწმუნება (claims), რომ ვიტამინი C ახდენს პრევენციას ან ამცირებს ზედა სასუნთქი გზების ინფექციების ხანგრძლივობას. ასევე ირწმუნებიან, რომ ანტიოქსიდანტური ეფექტი ახდენს დაავადებების პრევენციას, როგორიცაა გულ-სისხლძარღვთა დაავადებები და სიმსივნე.
კორონავირუსის პანდემია - Sputnik საქართველო, 1920, 29.10.2021
COVID-19 - ბოლო ცნობები
იაფი ანტიდეპრესანტი COVID-19-ის წინააღმდეგ: მეცნიერებმა პრეპარატი დაასახელეს
ეფექტურობა
ვიტამინ C-ს შეუძლია ხელი შეუწყოს რკინის შეწოვას კუჭ-ნაწლავიდან, მას შესაძლებელია ჰქონდეს პრევენციული ეფექტი კიბოს და ოსტეოპოროზის განვითარების კუთხით, როდესაც ვიღებთ პირდაპირ ხილის და ბოსტნეულის სახით.
იგივე ეფექტი ვერ იქნა ნანახი დანამატის სახით მისი მიღების შემთხვევაში.
რაც შეეხება ვიტამინი C-ს როლს გაციების და გრიპის დროს, მისი ეფექტურობის მტკიცებულება არ არსებობს, აქედან გამომდინარე მისი მიღება არ არის რეკომენდებული.
COVID-19 და ვიტამინები
ისმის კითხვა, ეფექტურია თუ არა დანამატები C ვიტამინი და თუთია COVID-19-ის სიმპტომების ხანგრძლივობის შემცირების, დაავადების დამძიმების, ჰოსპიტალიზაციის საჭიროების შემცირების და სიკვდილიანობის შემცირების მხრივ ამბულატორიულ პაციენტებში, სტანდარტულ მკურნალობასთან შედარებით?
ჩატარდა რენდომიზირებული კლინიკური კვლევა (Suma Thomas, et. al, February 12, 2021, NCT04342728)
ვერდიქტი: პაციენტებში COVID-19-ით დანამატების მიღებამ – C ვიტამინი ან თუთია, ან ორივე ერთად:
1. კვლევამ ვერ აჩვენა, რომ ისინი ამცირებენ სიმპტომების ხანგრძლივობას.
2. ვერ აჩვენა, რომ ისინი ამცირებენ ჰოსპიტალიზაციის საჭიროებას.
3. ვერ აჩვენა, რომ ისინი ამცირებენ სიკვდილიანობის მაჩვენებელს სტანდარტულ მოვლასა და მკურნალობასთან შედარებით.
4. ისინი არანაირ ეფექტს არ ახდენენ ინფექციით გამოწვეულ სიმპტომებზე.
პირიქით - ჰოსპიტალიზაცია უფრო მეტი იყო იმ პაციენტებში, რომლებიც დანამატებს იღებდნენ.
ასევე მეტი იყო გვერდითი ეფექტები – კუჭის ტკივილი, დიარეა და გულისრევა იმ პაციენტებში, რომლებიც იღებდნენ ამ დანამატებს.
ყველა ახალი ამბავი
0