პეკინი პირველი ქალაქი გახდება მსოფლიო ისტორიაში, რომელიც ორი ოლიმპიადის — ზაფხულისა და ზამთრის თამაშების მასპინძელი იქნება. ნახეთ „Sputnik-საქართველოს“... 12.11.2021-ს, Sputnik საქართველო
სპორტის შვიდ სახეობაში მედლების 109 კომპლექტი გათამაშდება, მათგან პირველი ექვსი ოლიმპიური თამაშების გახსნის მეორე დღეს, 5 თებერვალს გადაიცემა. ბოლო კომპლექტებით კი გამარჯვებულები ოლიმპიური ცეცხლის ანთებიდან მეთექვსმეტე, ანუ თამაშების დახურვის დღეს დაჯილდოვდებიან.
პეკინი პირველი ქალაქი გახდება მსოფლიო ისტორიაში, რომელიც ორი ოლიმპიადის — ზაფხულისა და ზამთრის თამაშების მასპინძელი იქნება. ნახეთ „Sputnik-საქართველოს“ ფოტომასალაში, როგორ ემზადება ქალაქი მსოფლიოს მთავარი სპორტული ღონისძიებისთვის.
სპორტის შვიდ სახეობაში მედლების 109 კომპლექტი გათამაშდება, მათგან პირველი ექვსი ოლიმპიური თამაშების გახსნის მეორე დღეს, 5 თებერვალს გადაიცემა. ბოლო კომპლექტებით კი გამარჯვებულები ოლიმპიური ცეცხლის ანთებიდან მეთექვსმეტე, ანუ თამაშების დახურვის დღეს დაჯილდოვდებიან.
პოპულარული ზამთრის კურორტი ჩუნლი, რომელიც ჰებეის პროვინციაში მდებარეობს, გახდება სამი ოლიმპიური კლასტერიდან ერთ-ერთი და უმასპინძლებს შეჯიბრებებს სნოუბორდში, ფრისტაილში, თხილამურებით სრიალში, ტრამპლინიდან ხტომაში, კომბინირებულ ორთაბრძოლასა და ბიატლონში
ოლიმპიური პროგრამა მოიცავს შვიდ ახალ შეჯიბრებას: ქალთა ბობსლეის, სათხილამურო ბიგ-ეირს მამაკაცებში და ქალებში, შერეულ ესტაფეტას შორტ-ტრეკში და შერეულ გუნდურ შეჯიბრებებს ტრამპლინიდან ხტომაში, ფრისტაილსა და სნოუბორდ-კროსში