ვილი სანიოლი შვედეთთან მატჩისთვის დისკვალიფიცირებულია

© courtesy of Georgian Football Federationვილი სანიოლი
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფრანგმა სპეციალისტმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო - ესპანეთთან და კოსოვოსთან მატჩებში.
თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩისთვის შვედეთთან დისკვალიფიცირებულია და ფეხბურთელებს სათადარიგო სკამიდან მითითებებს ვერ მისცემს, იტყობინება შვედური გამოცემა DN.
საქმე ისაა, რომ 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე ფრანგმა სპეციალისტმა ორი ყვითელი ბარათი მიიღო. პირველი ესპანეთთან საშინაო მატჩის შემდეგ (1:2), ხოლო მეორე კოსოვოსთან გასვლითი შეხვედრის პირველი ნახევრის შემდეგ (2:1).
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
ვილი სანიოლი: შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ წარმატების შანსი არის, უნდა მოვინდომოთ
ამასთან, შვედური გამოცემა აღნიშნავს, რომ სანიოლის უშუალოდ სათადარიგოთა სკამზე არ ყოფნა მათ გუნდს არანაირ უპირატესობას არ მისცემს, რადგან ფრანგი სპეციალისტი ტრიბუნებზე მაინც იქნება.
2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და შვედეთის ნაკრებებს შორის 11 ნოემბერს ბათუმში გაიმართება და თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0