https://sputnik-georgia.com/20211110/vili-sanioli-svedetis-nakrebis-winaarmdeg-warmatebis-sansi-aris-magram-unda-movindomot-261967290.html
ვილი სანიოლი: შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ წარმატების შანსი არის, უნდა მოვინდომოთ
ვილი სანიოლი: შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ წარმატების შანსი არის, უნდა მოვინდომოთ
Sputnik საქართველო
მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და შვედეთის ნაკრებებს შორის 11 ნოემბერს, 21:00 საათზე, ბათუმში ჩატარდება 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T22:49+0400
2021-11-10T22:49+0400
2021-11-10T22:49+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287198_0:133:1280:854_1920x0_80_0_0_5bfaa7b025c033003c98036dc3165fa6.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ფიქრობს, რომ მის გუნდს შვედეთის წინააღმდეგ მატჩში წარმატების შანსი შეიძლება ჰქონდეს. ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.„პირველი თამაში მარტში ორივე გუნდისთვის არც ისე იოლი იყო - გატანა შეეძლო როგორც ერთს, ისე მეორეს. კმაყოფილი ვიყავი იმ ფეხბურთის ხარისხით, რომელიც ჩემი გუნდის მოთამაშეებმა აჩვენეს, მაგრამ მას შემდეგ შვიდი თვე გავიდა. თუ ბიჭები ისეთივე მოტივაციით ითამაშებენ, როგორც მაშინ, ჩვენი წარმატების შანსი გაიზრდება“, - მოჰყავს სანიოლის სიტყვები საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.ფრანგმა სპეციალისტმა არც შემადგენლობის როტაციის თემა დატოვა უყურადღებოდ, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს ნაკრებში შემოდგომის შესარჩევი ციკლის შემდეგ.„ჩვენ მოვსინჯეთ ახალი ფეხბურთელები. თუ მათ ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ ექნებათ, ვერ გავიგებთ, ერგებიან თუ არა ეროვნულ გუნდს. სექტემბერში ნამდვილად ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით შინ კოსოვოსთან. მაგრამ ბოლო გამარჯვებამ ბიჭებს განწყობა გამოუსწორა. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ მარტის თამაშებთან შედარებით ნაკრებს უკვე აღარა აქვს ის განწყობა, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ კვლავ შეკრული გუნდი გვყავს და მომავალი მატჩისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს“, - აღნიშნა სანიოლმა.სექტემბრის წარუმატებელ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამაც ისაუბრა.„სექტემბერში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ეს მხოლოდ განწყობის შედეგი არ იყო. ნაკრებში ყოველთვის კარგი განწყობაა და მომხდარს ამას ვერ დავაბრალებთ. მარტის შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებები იყო. თუმცა, მომხდარზე ფეხბურთელებმაც უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ახლა გუნდში განწყობა მაღალ დონეზეა და ფეხბურთელები მზად არიან, ბოლომდე დაიხარჯონ“, - აღნიშნა მან.კაშია გულშემატკივრების თემასაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ისე მოხდა, რომ ამჟამინდელ შესარჩევ ციკლში გულშემატკივრებმა მხოლოდ ესპანეთის წინააღმდეგ თამაშზე დასწრება შეძლეს. ამიტომ დამდეგ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა. მისი თქმით, ფეხბურთელები შვედეთის წინააღმდეგ მატჩში ქულების მოპოვებას შეეცდებიან.2022-მსოფლიო ჩემპიონატის შვიდ შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა აიღო და В ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.რაც შეეხება შვედეთს, ექვსი მატჩის შემდეგ გუნდი ორი პუნქტით უსწრებს ესპანეთს და 15 ქულით პირველ ადგილზეა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/1b/251287198_205:119:1185:854_1920x0_80_0_0_371cabf5403642a945f322d6c1efd4b3.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
ვილი სანიოლი: შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ წარმატების შანსი არის, უნდა მოვინდომოთ
მსოფლიო-2022-ის შესარჩევი მატჩი საქართველოსა და შვედეთის ნაკრებებს შორის 11 ნოემბერს, 21:00 საათზე, ბათუმში ჩატარდება
თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. საქართველოს ფეხბურთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი ვილი სანიოლი ფიქრობს, რომ მის გუნდს შვედეთის წინააღმდეგ მატჩში წარმატების შანსი შეიძლება ჰქონდეს. ამის შესახებ ფრანგმა სპეციალისტმა 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ მატჩამდე ერთი დღით ადრე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
„პირველი თამაში მარტში ორივე გუნდისთვის არც ისე იოლი იყო - გატანა შეეძლო როგორც ერთს, ისე მეორეს. კმაყოფილი ვიყავი იმ ფეხბურთის ხარისხით, რომელიც ჩემი გუნდის მოთამაშეებმა აჩვენეს, მაგრამ მას შემდეგ შვიდი თვე გავიდა. თუ ბიჭები ისეთივე მოტივაციით ითამაშებენ, როგორც მაშინ, ჩვენი წარმატების შანსი გაიზრდება“, - მოჰყავს სანიოლის სიტყვები
საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრესსამსახურს.ფრანგმა სპეციალისტმა არც შემადგენლობის როტაციის თემა დატოვა უყურადღებოდ, რომელიც აქტიურად მიმდინარეობს ნაკრებში შემოდგომის შესარჩევი ციკლის შემდეგ.
„ჩვენ მოვსინჯეთ ახალი ფეხბურთელები. თუ მათ ნაკრებში თამაშის გამოცდილება არ ექნებათ, ვერ გავიგებთ, ერგებიან თუ არა ეროვნულ გუნდს. სექტემბერში ნამდვილად ცუდად ვითამაშეთ, განსაკუთრებით შინ კოსოვოსთან. მაგრამ ბოლო გამარჯვებამ ბიჭებს განწყობა გამოუსწორა. ვიღაცამ შეიძლება იფიქროს, რომ მარტის თამაშებთან შედარებით ნაკრებს უკვე აღარა აქვს ის განწყობა, მაგრამ ეს ასე არ არის. ჩვენ კვლავ შეკრული გუნდი გვყავს და მომავალი მატჩისთვის მზადება კარგად მიმდინარეობს“, - აღნიშნა სანიოლმა.
სექტემბრის წარუმატებელ თამაშებზე საქართველოს ნაკრების ვიცე-კაპიტანმა გურამ კაშიამაც ისაუბრა.
„სექტემბერში ძალიან ცუდად ვითამაშეთ. ეს მხოლოდ განწყობის შედეგი არ იყო. ნაკრებში ყოველთვის კარგი განწყობაა და მომხდარს ამას ვერ დავაბრალებთ. მარტის შემდეგ შემადგენლობაში ცვლილებები იყო. თუმცა, მომხდარზე ფეხბურთელებმაც უნდა ავიღოთ პასუხისმგებლობა. ახლა გუნდში განწყობა მაღალ დონეზეა და ფეხბურთელები მზად არიან, ბოლომდე დაიხარჯონ“, - აღნიშნა მან.
კაშია გულშემატკივრების თემასაც შეეხო. როგორც მან აღნიშნა, ისე მოხდა, რომ ამჟამინდელ შესარჩევ ციკლში გულშემატკივრებმა მხოლოდ ესპანეთის წინააღმდეგ თამაშზე დასწრება შეძლეს. ამიტომ დამდეგ მატჩში ძალიან მნიშვნელოვანია გულშემატკივრების მხარდაჭერა. მისი თქმით, ფეხბურთელები შვედეთის წინააღმდეგ მატჩში ქულების მოპოვებას შეეცდებიან.
2022-მსოფლიო ჩემპიონატის შვიდ შესარჩევ მატჩში საქართველოს ნაკრებმა ოთხი ქულა აიღო და В ჯგუფში მეოთხე ადგილზეა.
რაც შეეხება შვედეთს, ექვსი მატჩის შემდეგ გუნდი ორი პუნქტით უსწრებს ესპანეთს და 15 ქულით პირველ ადგილზეა.