საქართველო–შვედეთი: ვილი სანიოლის გუნდი რევანშისთვის ემზადება

© Facebook / photo: Georgian Football Federation / FBხვიჩა კვარაცხელია
ხვიჩა კვარაცხელია - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
საქართველოსა და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ შეხვდნენ და ის მატჩი სკანდინავიელთა გამარჯვებით დასრულდა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოსა და შვედეთის საფეხბურთო ნაკრებებს შორის 2022 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩი ბათუმის სტადიონზე დღეს 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები აღნიშნული შეხვედრით საკვალიფიკაციო ეტაპზე გამოსვლას დაასრულებს. მატჩს ნიდერლანდელი არბიტრები განსჯიან. მთავარი არბიტრი სერდარ გოზუბუიუკი იქნება, რომელსაც იუსტ ვან ზულენი და იოჰან ბალდერი დაეხმარებიან. VAR-ის მსაჯი ასევე ნიდერლანდელი იოჰემ კამფუისი იქნება.
ვილი სანიოლი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
ვილი სანიოლი: შვედეთის ნაკრების წინააღმდეგ წარმატების შანსი არის, უნდა მოვინდომოთ
აღსანიშნავია, რომ საქართველოსა და შვედეთის ნაკრებები ერთმანეთს მხოლოდ ერთხელ, მიმდინარე შესარჩევ ეტაპზე შეხვდნენ. მარტში შვედებმა მინიმალური სხვაობით, ანგარიშით 1:0 იმარჯვეს, შეხვედრის ერთადერთი გოლი კი ვიქტორ კლაესონმა ზლატან იბრაჰიმოვიჩის გადაცემით გაიტანა.
საქართველოს ნაკრები მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის B ჯგუფში შვიდი მატჩის შემდეგ 4 ქულით ბოლოსწინა, მე-4 ადგილზეა და კოსოვოს ნაკრებს ბურთების უკეთესი შეფარდებით უსწრებს.
რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, იანე ანდერსონის ფეხბურთელებმა ხუთი გამარჯვება მოიპოვეს და მხოლოდ ერთხელ დამარცხდნენ. სკანდინავიელები პირველ ადგილზე იმყოფებიან და მეორე ადგილზე მყოფ ესპანეთის ნაკრებს ორი ქულით უსწრებენ.
კოვიდ-რეგულაციების გამო მატჩზე დაახლოებით 6,6 ათასი გულშემატკივარი დაიშვება, რაც ბათუმი არენას მთლიანი ტევადობის 33%-ია.
ყველა ახალი ამბავი
0