საპატრიარქოს განცხადება: ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მეუფე ნიკოლოზი აღარ დაუშვებს

© photo: Sputnik / Stringerსაქართველოს საპატრიარქო
საქართველოს საპატრიარქო - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
საპატრიარქოს განცხადებით, მეუფე ნიკოლოზის (ფაჩუაშვილი) ბოლოდროინდელმა განცხადებებმა, რომლებსაც ის მიხეილ სააკაშვილთან ციხეში შეხვედრის შემდეგ აკეთებდა, „მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია".
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს საპატრიარქომ ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტ ნიკოლოზის მიერ საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ციხეში მონახულების შემდეგ გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით საკუთარი პოზიცია გამოაქვეყნა.
საპატრიარქო წუხილს გამოთქვამს, რომ მიტროპოლიტ ნიკოლოზის პირადმა შეხედულებებმა და მისმა განცხადებებმა ურთიერთშენდობის გზაზე ნაბიჯების გადადგმის შესაძლებლობა კიდევ უფრო გაართულა, და საპატრიარქოში იმედს გამოთქვამენ, რომ ასეთ გადაცდომებს ის მომავალში აღარ დაუშვებს.
მეუფე ნიკოლოზი სააკაშვილს ციხეში პირველად 13 ოქტომბერს შეხვდა, მაშინ მათ საყოველთაო შერიგების აუცილებლობაზე ისუბრეს. მეუფე ნიკოლოზის თქმით, მის მიერ მოწოდებული საყოველთაო შერიგების იდეა სრულად გაიზიარა პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა.
 ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზი - Sputnik საქართველო, 1920, 13.10.2021
მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა: რაზე შეთანხმდნენ სასულიერო პირი და ყოფილი პრეზიდენტი
მეორედ მეუფე სააკაშვილს სამი დღის წინ, 8 ოქტომბერს შეხვდა. შეხვედრის შემდეგ მან განაცხადა, რომ 40-დღიანი მშრალი მარხვით სააკაშვილმა ძალიან დიდი ღვაწლი გასწია და ის დავით აღმაშენებელს და დემეტრე თავდადებულს შეადარა.
საპატრიარქოს განცხადებით, პოლიტიკური მოტივებით განპირობებული შიმშილობის გაიგივება 40-დღიან მშრალ მარხვასთან მარხვის არსის დაკნინებაა.

„სამწუხაროდ, ამა წლის 8 ნოემბერს გაკეთებული კომენტარითაც მეუფე ნიკოლოზმა მოქალაქეთა სამართლიანი უკმაყოფილება გამოიწვია, პირველ რიგში, ქრისტიანული სწავლების კონტექსტში მოხმობილი შეუსაბამო შედარებებით... საერთოდ კი მეუფე ნიკოლოზს მრავალი სათნო საქმე აქვს აღსრულებული და ყოველთვის იყო აქტიური. ვიმედოვნებთ, ასეთ გადაცდომებს მომავალში აღარ დაუშვებს და ეკლესიისა და ხალხისათვის არაერთ სასიკეთო ნაბიჯს გადადგამს", – ნათქვამია საპატრიარქოს განცხადებაში.

სააკაშვილმა შიმშილობა დაკავების დღეს, 1 ოქტომბერს გამოაცხადა. იუსტიციის სამინისტროს განცხადებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილების მიზნით ის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. თავად სააკაშვილი, ადვოკატების თქმით, ამჟამად უარს ამბობს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.
ყველა ახალი ამბავი
0