https://sputnik-georgia.com/20211013/meufe-nikolozma-saakasvili-monaxula-raze-setanxmdnen-sasuliero-piri-da-yofili-prezidenti-260523608.html
მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა: რაზე შეთანხმდნენ სასულიერო პირი და ყოფილი პრეზიდენტი
მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა: რაზე შეთანხმდნენ სასულიერო პირი და ყოფილი პრეზიდენტი
Sputnik საქართველო
მეუფე ნიკოლოზის მიერ მოწოდებული საყოველთაო შერიგების იდეა სრულად გაიზიარა პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა 13.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-13T20:12+0400
2021-10-13T20:12+0400
2021-10-13T20:12+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250071405_0:94:1000:657_1920x0_80_0_0_207305fcb4d73dbc7ef3cc72d8a15d56.jpg
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს იმედი აქვს, რომ ამჟამად რუსთავის ციხეში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა და ქვეყანაში ახალი, დიდი საყოველთაო შერიგების ერა დაიწყება.განცხადება მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით საუბარი როგორც სიძულვილის ენას, ასევე შერიგებას შეეხებოდა.მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მისი პოზიცია სრულად გაიზიარა და თავადაც ზუსტად ასე ფიქრობს, რომ საყოველთაო შერიგება არის ერთადერთი გამოსავალი არსებულ ვითარებაში.„დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება. მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი - ვფიქრობ, ჩვენ ყველანი და მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი ერთმანეთისთვის. ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან იწყება, კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ პირველი პრეზიდენტი, მძიმე 90-იანი წლები და დღესაც ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი. ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.მეუფის თქმით, დანაშაულის ჩამდენმა ყველა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, მაგრამ ამავდროულად საჭიროა საყოველთაო შერიგებაზე ფიქრიც, რადგან, როგორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება.„მე ასე ვფიქრობ, რომ ერთმანეთის ბრალდების და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, უნდა ერთმანეთს ყველამ ვთხოვოთ შენდობა. მე ეს ვუთხარი ბატონ მიხეილ სააკაშვილს და ეს მინდა ვუთხრა ყველას. დავიწყოთ ფიქრი საერთო საყოველთაო შერიგებაზე“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.მეუფე ნიკოლოზმა ქვეყნის პირველ პირებს მოუწოდა შემწყნარებლობის მაგალითი მისცენ რიგით მოქალაქეებს.საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. იმავე დღეს ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მან მაშინვე შიმშილობა გამოაცხადა.სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
https://sputnik-georgia.com/20211013/davit-garejis-saqmeze-seizleba-saakasvili-dakitxon-260517909.html
https://sputnik-georgia.com/20211013/aramarto-eqstradicia-kievi-saakashvilis-dabrunebis-gzebs-ezebs-260507041.html
https://sputnik-georgia.com/20211013/cixeshi-saakashvilis-janmrtelobas-eqimebi-daakvirdebian-260518397.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/11/250071405_0:0:1000:750_1920x0_80_0_0_e00ed682d85c9ea77a1fb6dc758fcb6f.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , პოლიტიკა საქართველოში
მეუფე ნიკოლოზმა სააკაშვილი მოინახულა: რაზე შეთანხმდნენ სასულიერო პირი და ყოფილი პრეზიდენტი
მეუფე ნიკოლოზის მიერ მოწოდებული საყოველთაო შერიგების იდეა სრულად გაიზიარა პატიმრობაში მყოფმა მიხეილ სააკაშვილმა
თბილისი, 13 ოქტომბერი - Sputnik. ახალქალაქის, კარისა და კუმურდოს მიტროპოლიტს, მეუფე ნიკოლოზს იმედი აქვს, რომ ამჟამად რუსთავის ციხეში პატიმრობაში მყოფი საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოვა და ქვეყანაში ახალი, დიდი საყოველთაო შერიგების ერა დაიწყება.
განცხადება მეუფე ნიკოლოზმა მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ, ჟურნალისტებთან გააკეთა. მისი თქმით საუბარი როგორც სიძულვილის ენას, ასევე შერიგებას შეეხებოდა.
მეუფე ნიკოლოზის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილმა მისი პოზიცია სრულად გაიზიარა და თავადაც ზუსტად ასე ფიქრობს, რომ საყოველთაო შერიგება არის ერთადერთი გამოსავალი არსებულ ვითარებაში.
„დიდი იმედი მაქვს, რომ ბატონი მიხეილი გამობრძანდება ციხიდან და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ახალი ერა დაიწყება. მე მქონდა მის მიმართ ასეთი გზავნილი - ვფიქრობ, ჩვენ ყველანი და მთელი ქვეყანა ვდგავართ დიდი გამოწვევის წინაშე და გამოსავალი აქედან არის შევწყვიტოთ სიძულვილის რიტორიკა, შევწყვიტოთ ერთმანეთზე ცუდი საუბარი. ვთხოვე ბატონ მიხეილს, რომ მოეწოდებინა თავისი მომხრეებისთვის, რომ ყველამ ერთად ვიფიქროთ შერიგებაზე, ქრისტიანულ მიტევებაზე. ჩვენ მისატევებელი გვაქვს ძალიან ბევრი ერთმანეთისთვის. ვფიქრობ, ეს ჯერ კიდევ ჩვენი წარსულიდან იწყება, კომუნისტების პერიოდიდან, შემდეგ პირველი პრეზიდენტი, მძიმე 90-იანი წლები და დღესაც ბევრი გვაქვს ერთმანეთისთვის მისატევებელი. ჩვენ რომ ერთმანეთს ვუანგარიშოთ, ვის რა დანაშაული აქვს ჩადენილი, ქვეყანა ასე წინ ვერ წაიწევს“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მეუფის თქმით, დანაშაულის ჩამდენმა ყველა ადამიანმა უნდა აგოს პასუხი კანონის წინაშე, მაგრამ ამავდროულად საჭიროა საყოველთაო შერიგებაზე ფიქრიც, რადგან, როგორც მეუფე ნიკოლოზი აცხადებს, სხვანაირად ქვეყანა ვერ განვითარდება.
„მე ასე ვფიქრობ, რომ ერთმანეთის ბრალდების და მსჯავრის წაყენების ნაცვლად, უნდა ერთმანეთს ყველამ ვთხოვოთ შენდობა. მე ეს ვუთხარი ბატონ მიხეილ სააკაშვილს და ეს მინდა ვუთხრა ყველას. დავიწყოთ ფიქრი საერთო საყოველთაო შერიგებაზე“, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
მეუფე ნიკოლოზმა ქვეყნის პირველ პირებს მოუწოდა შემწყნარებლობის მაგალითი მისცენ რიგით მოქალაქეებს.
„ყველას მინდა ვუთხრა, მომხრეებს თუ მოწინააღმდეგეებს, პოზიცია მდგომარეობს არა იმაში, რომ დაუსჯელობა სუფევდეს ქვეყანაში, არა, მე ვამბობ ერთ მარტივ რაღაცას, ის იყო ქვეყნის პირველი პირი, იყო პრეზიდენტი 9 წლის განმავლობაში და ქვეყანას კიდევ ეყოლება პირველი პირები... ჩვენ უნდა შევთანხმდეთ, რომ მაგალითი შერიგების, შემწყნარებლობის, თანამშრომლობის პირველმა პირებმა უნდა მოგვცენ ჩვენ რიგით მოქალაქეებს”, - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.
საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს თბილისში, ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში დააკავეს. იმავე დღეს ის რუსთავის ციხეში გადაიყვანეს, სადაც მან მაშინვე შიმშილობა გამოაცხადა.
სააკაშვილის წინააღმდეგ, რომელიც სამშობლოში არალეგალურად სექტემბრის ბოლოს დაბრუნდა, საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს საქართველოში დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.