https://sputnik-georgia.com/20211111/saakasvilis-etapirebis-axali-kadrebis-gavrceleba-reaqciebi-braldebebi-261998109.html
საქართველოში სააკაშვილის ეტაპირების ახალი ვიდეოკადრების გავრცელება: რეაქციები, ბრალდებები
საქართველოში სააკაშვილის ეტაპირების ახალი ვიდეოკადრების გავრცელება: რეაქციები, ბრალდებები
Sputnik საქართველო
სააკაშვილის ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრები დღის მთავარ თემად იქცა - გაისმა ახალი ბრალდებები, გაჩნდა ახალი თეორიები 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T19:21+0400
2021-11-11T19:21+0400
2021-11-11T19:21+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261992887_48:0:2139:1176_1920x0_80_0_0_68e69bf512852252a21ed42f3e1dc230.png
თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირების ვიდეოკადრებმა პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ოპოზიციამ ამაში არაადამიანური მოპყრობა დაინახა, ხელისუფლებამ - დადასტურება იმისა, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს.სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის რუსთავის ციხიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრების ორი ეპიზოდი ხუთშაბათს გაავრცელა. ერთზე ჩანს, რომ ის ძალის გამოყენებით შეჰყავთ ციხის საავადმყოფოში, მეორეზე - როგორ აცხადებს უარს კლინიკაში შესვლაზე სააკაშვილი და შეურაცხყოფას აყენებს ბადრაგს.მმართველი პარტიისთვის ეს კადრები აღმოჩნდა დადასტურება იმისა, რომ ექს-პრეზიდენტი არ შიმშილობს.ოპოზიციაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების საქციელს მიუღებელი უწოდეს.„ამ კადრების გავრცელებით უშუალოდ დადასტურდა, რომ თვითონ ხელისუფლება, პრაქტიკულად ყველა ორგანო ჩართულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში, არღვევს საერთაშორისო კონვენციის ყველა მუხლს“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.მას ეთანხმება პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც.„უმძიმესი კადრებია და სამწუხაროა, რომ ასე არაადამიანურად ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა მისი ციხეში გადაყვანა“, - განაცხადა ვაშაძემ.აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით მსგავსი დამოკიდებულება აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას.ხოლო პარტია „დროას“ წარმომადგენლებმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის გადადგომა მოითხოვეს.ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც იძიებს ექს-პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ციხის საავადმყოფოში მისი ტრანსპორტირებისას.სახელმწიფო ინსპექტორის თვალსაზრისით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს მიერ აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ეფექტურ გამოძიებას.
https://sputnik-georgia.com/20211111/penitenciurma-samsaxurma-axali-videokadrebi-gaavrcela-261993930.html
https://sputnik-georgia.com/20211111/mixeil-saakasvilma-simsilobis-sewyvetis-gadawyvetileba-miiro-261996806.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261992887_571:0:2139:1176_1920x0_80_0_0_560a3087d2f738fdf955ee20dc9b2665.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საქართველოში სააკაშვილის ეტაპირების ახალი ვიდეოკადრების გავრცელება: რეაქციები, ბრალდებები
სააკაშვილის ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრები დღის მთავარ თემად იქცა - გაისმა ახალი ბრალდებები, გაჩნდა ახალი თეორიები
თბილისი, 11 ნოემბერი - Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის გლდანის ციხის საავადმყოფოში ეტაპირების ვიდეოკადრებმა პოლიტიკურ სპექტრში არაერთგვაროვანი რეაქცია გამოიწვია: ოპოზიციამ ამაში არაადამიანური მოპყრობა დაინახა, ხელისუფლებამ - დადასტურება იმისა, რომ სააკაშვილი არ შიმშილობს.
სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა სააკაშვილის რუსთავის ციხიდან №18 სამკურნალო დაწესებულებაში ეტაპირების ამსახველი ვიდეოკადრების ორი ეპიზოდი ხუთშაბათს გაავრცელა. ერთზე ჩანს, რომ ის ძალის გამოყენებით შეჰყავთ ციხის საავადმყოფოში, მეორეზე - როგორ აცხადებს უარს კლინიკაში შესვლაზე სააკაშვილი და შეურაცხყოფას აყენებს ბადრაგს.
მმართველი პარტიისთვის ეს კადრები აღმოჩნდა დადასტურება იმისა, რომ ექს-პრეზიდენტი არ შიმშილობს.
„საზოგადოებამ დაინახა, რომ 40 დღე მოშიმშილე ადამიანი როგორ აყენებს ფიზიკურ შეურაცხყოფას ბადრაგის თანამშრომელს. ვამბობდით, რომ, სამწუხაროდ, მისი შიმშილობის ფაქტი იყო სპეკულაცია და დადასტურდა“, - განაცხადა მმართველი პარტიის დეპუტატმა გურამ მაჭარაშვილმა.
ოპოზიციაში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების საქციელს მიუღებელი უწოდეს.
„ამ კადრების გავრცელებით უშუალოდ დადასტურდა, რომ თვითონ ხელისუფლება, პრაქტიკულად ყველა ორგანო ჩართულია მიხეილ სააკაშვილის წინააღმდეგ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში, არღვევს საერთაშორისო კონვენციის ყველა მუხლს“, - განაცხადა ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა ხატია დეკანოიძემ.
მას ეთანხმება პოლიტიკური გაერთიანება „მესამე ძალის“ ლიდერი გიორგი ვაშაძეც.
„უმძიმესი კადრებია და სამწუხაროა, რომ ასე არაადამიანურად ეპყრობიან მიხეილ სააკაშვილს. ეს კიდევ ერთხელ აჩვენებს იმას, რომ მისი ნების საწინააღმდეგოდ მოხდა მისი ციხეში გადაყვანა“, - განაცხადა ვაშაძემ.
აღნიშნულ სიტუაციასთან დაკავშირებით მსგავსი დამოკიდებულება აქვს ყოფილ პრემიერ-მინისტრს და პარტიის „საქართველოსთვის“ ლიდერს გიორგი გახარიას.
„როცა შენს „მტერს“ ასე ემსგავსები, უკვე დამარცხებული ხარ! დამარცხებული - საკუთარ ხალხთან და სახელმწიფოსთან!“ - დაწერა გახარიამ თავის
Facebook-გვერდზე.
ხოლო პარტია „დროას“ წარმომადგენლებმა იუსტიციის მინისტრ რატი ბრეგაძის გადადგომა მოითხოვეს.
ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებაზე მკვეთრი რეაქცია ჰქონდა ასევე სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს, რომელიც იძიებს ექს-პრეზიდენტის მიმართ არაადამიანური მოპყრობის ფაქტს ციხის საავადმყოფოში მისი ტრანსპორტირებისას.
სახელმწიფო ინსპექტორის თვალსაზრისით, სპეციალური პენიტენციური სამსახურის და იუსტიციის სამინისტროს მიერ აღნიშნული ვიდეოჩანაწერების გამოქვეყნებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს ეფექტურ გამოძიებას.