რა შემთხვევაში შეგიძლიათ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს მიმართოთ?

© Facebook / State Inspector’s Service of Georgiaმეტროს ვაგონში საინფორმაციო პლაკატები გაჩნდა
მეტროს ვაგონში საინფორმაციო პლაკატები გაჩნდა - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლების მიზნით საინფორმაცია კამპანია დაიწყო.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის საგამოძიებო უფლებამოსილების შესახებ მოქალაქეთა უკეთ ინფორმირების მიზნით თბილისის მეტროპოლიტენსა და სხვა მუნიციპალურ ტრანსპორტში საინფორმაციო პლაკატები განთავსდა.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სარეკლამო-საინფორმაციო პლაკატებზე ჩამოთვლილია მოქალაქეების მიერ ყველაზე ხშირად დასმული კითხვები – რა შემთხვევაში და როგორ უნდა მიმართონ სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურს; რა სახის დანაშაულებს იძიებს სამსახური; როგორ რეაგირებს სამსახური დანაშაულის შესახებ შეტყობინებებზე. საინფორმაციო პლაკატებზე სწორედ აღნიშნულ კითხვებზეა პასუხი გაცემული.
მიხეილ სააკაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურმა სააკაშვილის საქმეზე გამოძიება დაიწყო
პროექტი ევროკავშირისა (EU) და გაეროს ადამიანის უფლებათა უმაღლესი კომისრის ოფისის (UN OHCHR) მხარდაჭერით განხორციელდა.
საინფორმაციო პლაკატების განთავსება თბილისის მერიამ და შპს „თბილისის სატრანსპორტო კომპანიამ" უზრუნველყვეს.
სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის ძირითადი ფუნქციებია კანონიერების უზრუნველყოფა, ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვა. მუშაობის პრინციპები – დამოუკიდებლობა და პოლიტიკური ნეიტრალიტეტი, ობიექტურობა და მიუკერძოებლობა, პროფესიონალიზმი, საიდუმლოებისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
ყველა ახალი ამბავი
0