https://sputnik-georgia.com/20211111/kviprosma-saqartvelos-miwa-gadasc-261973700.html
კვიპროსმა საქართველოს ქართული მონასტრის მშენებლობისთვის მიწა საჩუქრად გადასცა
კვიპროსმა საქართველოს ქართული მონასტრის მშენებლობისთვის მიწა საჩუქრად გადასცა
Sputnik საქართველო
საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო კვიპროსში 2005 წელს გაიხსნა. 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T11:17+0400
2021-11-11T11:17+0400
2021-11-11T17:42+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პრეზიდენტი
საქართველოს საგარეო პოლიტიკა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261971435_0:116:1300:847_1920x0_80_0_0_95740e47ff94d7642ac7796014f39cfc.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტი კვიპროსში მთავარეპისკოპოსთან, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-სთან შეხვედრით დასრულდა.ზურაბიშვილმა კვიპროსში ქართული მონასტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადმოცემისთვის ქრიზოსტომოს II-ს მადლობა გადაუხადა, იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.„ეს არის დიდი სულიერი საჩუქარი და მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც ჩვენი ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.როგორც შეხვედრაზე მისმა უწმინდესობამ ქრიზოსტომოს II-მ აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში კვიპროსს ყოველთვის გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია და კვლავაც გაგრძელდება.სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილმა ქალაქ ნიქოზიაში კვიპროსის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია კვიპროსის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.ზურაბიშვილი შეხვდა კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისს, კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ანიტა დემეტრიოუს და სხვა ოფიციალურ პირებს.საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო კვიპროსში 2005 წელს გაიხსნა.
https://sputnik-georgia.com/20211109/zurabishvili-kviprosshi-gaemgzavra-261911082.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261971435_0:174:702:701_1920x0_80_0_0_5b245285e3dc8297dcc77b9fb579ab71.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს საგარეო პოლიტიკა
კვიპროსმა საქართველოს ქართული მონასტრის მშენებლობისთვის მიწა საჩუქრად გადასცა
11:17 11.11.2021 (განახლებულია: 17:42 11.11.2021) საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო კვიპროსში 2005 წელს გაიხსნა.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის სახელმწიფო ვიზიტი კვიპროსში მთავარეპისკოპოსთან, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-სთან შეხვედრით დასრულდა.
ზურაბიშვილმა კვიპროსში ქართული მონასტრის ასაშენებლად მიწის ნაკვეთის საჩუქრად გადმოცემისთვის ქრიზოსტომოს II-ს მადლობა გადაუხადა,
იუწყება პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრეს-სამსახური.
„ეს არის დიდი სულიერი საჩუქარი და მნიშვნელოვანი ჟესტი, რომელიც ჩვენი ისტორიისათვის უდიდესი მნიშვნელობის მატარებელია", – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
როგორც შეხვედრაზე მისმა უწმინდესობამ ქრიზოსტომოს II-მ აღნიშნა, საუკუნეების განმავლობაში კვიპროსს ყოველთვის გამორჩეულად კარგი ურთიერთობა ჰქონდა საქართველოსთან, რომელიც დღესაც შენარჩუნებულია და კვლავაც გაგრძელდება.
სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში ზურაბიშვილმა ქალაქ ნიქოზიაში კვიპროსის ოფიციალურ პირებთან შეხვედრები გამართა. დახვედრის ოფიციალური ცერემონია კვიპროსის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა.
ზურაბიშვილი შეხვდა კვიპროსის პრეზიდენტ ნიკოს ანასტასიადისს, კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტ ანიტა დემეტრიოუს და სხვა ოფიციალურ პირებს.
საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო კვიპროსში 2005 წელს გაიხსნა.