საქართველოს პრეზიდენტი კვიპროსში გაემგზავრა

© President of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი
 - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
სალომე ზურაბიშვილი, კვიპროსის პირველი პირების გარდა, შეხვედრას ასევე გამართავს ქვეყნის მთავარეპისკოპოსთან, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-სთან.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სახელმწიფო ვიზიტით კვიპროსის რესპუბლიკას ეწვია, ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ზურაბიშვილი ქალაქ ნიქოზიაში შეხვედრებს გამართავს კვიპროსის უმაღლესი თანამდებობის პირებთან. დახვედრის ოფიციალური ცერემონია კვიპროსის პრეზიდენტის სასახლეში გაიმართება.
დაივერი წყალქვეშა მუზეუმში - Sputnik საქართველო, 1920, 22.08.2021
კვიპროსის სანაპიროსთან მისტიური „წყალქვეშა ტყე“ გაჩნდა - ფოტო
საქართველოს მთავრობის მეთაური კვიპროსელ კოლეგასთან ნიკოს ანასტასიადისთან შეხვედრას როგორც პირისპირ, ისე გაფართოებულ ფორმატში გამართავს, რის შემდეგაც პრეზიდენტები მასმედიისთვის ერთობლივ ბრიფინგზე განცხადებებს გააკეთებენ.
ზურაბიშვილი ასევე შეხვდება კვიპროსის წარმომადგენელთა პალატის პრეზიდენტს ანიტა დემეტრიოუსსა და ქვეყნის მთავარეპისკოპოსს, მის უწმინდესობა ქრიზოსტომოს II-ს.
საქართველოსა და კვიპროსს შორის დიპლომატიური ურთიერთობა 1992 წელს დამყარდა. საქართველოს საელჩო კვიპროსში 2005 წელს გაიხსნა.
ყველა ახალი ამბავი
0