კვიპროსის სანაპიროსთან მისტიური „წყალქვეშა ტყე“ გაჩნდა - ფოტო
10:00 22.08.2021 (განახლებულია: 15:44 20.07.2023)
გამოწერა
კვიპროსზე, აია-ნაპაში წყალქვეშა სკულპტურების უჩვეულო მუზეუმი Musan გაიხსნა. იხილეთ საოცარი ადგილის შთამბეჭდავი ფოტოები
წყალქვეშა მუზეუმში 93 სკულპტურაა. აქ შეგხვდებათ 13 ტონიანი გიგანტური ხეები, ზღაპრული ფერები, ადამიანების ფიგურები. ყველა ობიექტი შექმნილია ნეიტრალური მჟავიანობის შემცველი მასალებისგან, რათა ზღვის ბინადრებს ზიანი არ მიადგეთ.
მუზეუმის იდეა ეკუთვნის მოქანდაკე ჯეისონ ტეილორს. ეს მისთვის არ არის პირველი არტ-ობიექტი, ტეილორმა უკვე შექმნა რაღაც მსგავსი მექსიკასა და გრენლანდიაში. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აია-ნაპას მუზეუმის მოწყობა 1,1 მილიონი დოლარი დაჯდა.
© photo : MUSAN / @JasondeCairesTaylorაია-ნაპაში წყალქვეშა მუზეუმი გაიხსნა
აია-ნაპაში წყალქვეშა მუზეუმი გაიხსნა
© photo : MUSAN / @JasondeCairesTaylorტურისტული მარშრუტი ტყეში მიმავალი ბილიკის ფორმისაა
ტურისტული მარშრუტი ტყეში მიმავალი ბილიკის ფორმისაა
© photo : MUSAN / @JasondeCairesTaylorარტ-ობიექტები სხვადასხვა სიღრმეებზეა განთავსებული
არტ-ობიექტები სხვადასხვა სიღრმეებზეა განთავსებული
© photo : MUSAN / Costas Constantinouმისტიური ადგილის შექმნის იდეა ბრიტანელ მოქანდაკე ჯეისონ ტეილორს გაუჩნდა
მისტიური ადგილის შექმნის იდეა ბრიტანელ მოქანდაკე ჯეისონ ტეილორს გაუჩნდა
© photo : MUSAN / Costas Constantinouპროექტი ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველია
პროექტი ტურისტებისათვის საკმაოდ მიმზიდველია
© photo : MUSAN / @JasondeCairesTaylorმუზეუმის ექსპონატები შესრულებულია ნეიტრალური მჟავიანობის მქონე მასალებისგან
მუზეუმის ექსპონატები შესრულებულია ნეიტრალური მჟავიანობის მქონე მასალებისგან
© photo : MUSAN / @JasondeCairesTaylorკვიპროსის თევზაობისა და საზღვაო კვლევათა დეპარტამენტის დირექტორის თქმით, წყალქვეშა სკულპტურები მალე იქცევა ზღვის ზოგიერთი ბინადრისთვის სახლად
კვიპროსის თევზაობისა და საზღვაო კვლევათა დეპარტამენტის დირექტორის თქმით, წყალქვეშა სკულპტურები მალე იქცევა ზღვის ზოგიერთი ბინადრისთვის სახლად
© photo : © MUSAN / Costas Constantinouეს დიდ როლს ითამაშებს რეგიონის ბიომრავალფეროვნების განვითარებაში
ეს დიდ როლს ითამაშებს რეგიონის ბიომრავალფეროვნების განვითარებაში
© photo : MUSAN / @JasondeCairesTaylorაია-ნაპას წყალქვეშა მუზეუმის ერთ-ერთი ობიექტი
აია-ნაპას წყალქვეშა მუზეუმის ერთ-ერთი ობიექტი
© photo : © MUSAN / Costas Constantinou2014 წელს ჩაფიქრებული პროექტის განხორციელება 1,1 მილიონი დოლარი დაჯდა
2014 წელს ჩაფიქრებული პროექტის განხორციელება 1,1 მილიონი დოლარი დაჯდა
© photo : MUSAN / @JasondeCairesTaylorადგილობრივი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ წყალქვეშა ექსპოზიცია გაამრავალფეროვნებს ტურპროდუქტს და მეტ ტურისტს მოიზიდავს
ადგილობრივი ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ წყალქვეშა ექსპოზიცია გაამრავალფეროვნებს ტურპროდუქტს და მეტ ტურისტს მოიზიდავს
© photo : MUSAN / Costas Constantinouდაივერი წყალქვეშა სკულპტურების მუზეუმში
დაივერი წყალქვეშა სკულპტურების მუზეუმში
© photo : MUSAN / @JasondeCairesTaylorპირველი წლის განმავლობაში მუზეუმში სტუმრობა უფასო იქნება
პირველი წლის განმავლობაში მუზეუმში სტუმრობა უფასო იქნება
© photo : MUSAN / Costas Constantinouწყალქვეშა მუზეუმის შემდგომი მუშაობის სქემა სატესტო პერიოდის შემდეგ განიხილება
წყალქვეშა მუზეუმის შემდგომი მუშაობის სქემა სატესტო პერიოდის შემდეგ განიხილება
© photo : MUSAN / @JasondeCairesTaylorმუზეუმის ობიექტი
მუზეუმის ობიექტი