მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

მოსალოდნელია წითელას გლობალური აფეთქება: ჯანმო ახალ ანგარიშს აქვეყნებს

© AP Photo / Nam Y. Huh
  - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ უკვე უახლოეს მომავალში მსოფლიოში შესაძლოა წითელას კერები გაჩნდეს. აღნიშნულის შესახებ ნათქვამია ჯანმოსა და აშშ-ის დაავადებათა კონტროლისა და პრევენციის ცენტრების (CDC) ახალ ანგარიშში, რომელიც 10 ნოემბერს გამოქვეყნდა.
შესაძლო ეპიდემიის მთავარ მიზეზებს შორისაა წითელაზე ვაქცინაციის შემცირება გრაფიკის მიხედვით.

„მიუხედავად იმისა, რომ 2020 წელს წითელას რეგისტრირებული შემთხვევების რაოდენობა შემცირდა, მონაცემები მეტყველებს, რომ ჩვენ, სავარაუდოდ, ქარიშხლისწინა სიმშვიდის პერიოდში ვართ, რადგან ეპიდემიის აფეთქების რისკი მთელ მსოფლიოში იზრდება“, — ნათქვამია დოკუმენტში.

ორგანიზაციის ინფორმაციით, 2020 წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო, 22 მილიონზე მეტმა ბავშვმა გამოტოვა წითელას ვაქცინის პირველი დოზა, რაც 3 მილიონით მეტია 2019 წელთან შედარებით. წითელაზე ვაქცინაციის კუთხით არსებული მდგომარეობა სახიფათო გარემოს ქმნის ინფექციის ახალი აფეთქებებისთვის.
ბავშვის აცრა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
მსოფლიო დღეს
რვა ათასი გაუკეთებელი აცრა წითელაზე: სასამართლომ მედდას სასჯელი დაუდგინა
ჯანმოსა და CDC-ს შეფასებით, წითელაზე ეპიდემილოგიური მეთვალყურეობა 2020 წელს გაუარესდა, როდესაც ლაბორატორიაში გაგზავნილი ნიმუშების რაოდენობა ყველაზე დაბალი იყო ბოლო წლების განმავლობაში.
ჯანმოს ანგარიშის მიხედვით, 2020 წელს ბავშვების მხოლოდ 70%-მა მიიღო წითელას ვაქცინა ორჯერადი დოზით, და ეს მაშინ, როცა ინფექციის გავრცელების აღსაკვეთად აცრილების წილი 95%-ს უნდა შეადგენდეს.

„უკიდურესად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყნებმა COVID-19-ზე ვაქცინაცია რაც შეიძლება დროულად ჩაატარონ. რუტინული იმუნიზაცია უნდა გაძლიერდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რისკი, რომ ერთი მომაკვდინებელი დაავადებიდან მეორეზე გადავიდეთ“, — განაცხადა ჯანმოს იმუნიზაციის, ვაქცინებისა და ბიოლოგიური პრეპარატების დეპარტამენტის დირექტორმა კეიტ ო’ბრაიანმა.

წითელა მწვავე ინფექციური ვირუსული დაავადებაა, რომელიც ჰაერწვეთოვანი გზით გადადის, ხასიათდება მაღალი სიცხით, პირის ღრუსა და ზედა სასუნთქი გზების ლორწოვანი გარსის ანთებით, კონიუნქტივიტით, კანის დამახასიათებელი მაკულოპაპულური გამონაყარით და ზოგადი ინტოქსიკაციით.
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მხოლოდ 2018 წელს მსოფლიოში წითელათი დაახლოებით 140 ათასი ადამიანი გარდაიცვალა, მათ შორის უმეტესობა ხუთ წლამდე ასაკის ბავშვი იყო. განვითარებად ქვეყნებში წითელა კვლავაც რჩება ბავშვთა სიკვდილიანობის ერთ-ერთ მთავარ მიზეზად.
ყველა ახალი ამბავი
0