მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

რვა ათასი გაუკეთებელი აცრა წითელაზე: სასამართლომ მედდას სასჯელი დაუდგინა

© photo: Sputnik / Igor Zarembo / გადასვლა მედიაბანკშიბავშვის აცრა
ბავშვის აცრა - Sputnik საქართველო, 1920, 04.11.2021
გამოწერა
თბილისი, 4 ნოემბერი − Sputnik. იტალიის სასამართლომ 583 ათასი ევროს გადახდა დააკისრა ყოფილ მედდას წითელაზე 8 ათასი გაუკეთებელი აცრის გამო, იუწყება il Messaggero.
გამოცემის ინფორმაციით, ემანუელა პეტრილოს საქმიანობით მიყენებული ზიანი 600 ათას ევროდ ფასდება.
ცნობილი ხდება, რომ ემანუელა პეტრილო იტალიის სამი ქალაქის სახელმწიფო სამედიცინო დაწესებულებებში მუშაობდა 2009-2016 წლებში. მისი პაციენტები ძირითადად ბავშვები იყვნენ, რომლებისთვისაც წითელაზე ვაქცინაცია უნდა ჩაეტარებინა. თუმცა, როგორც გამოძიებამ დაადგინა, მედდა მხოლოდ თავს აჩვენებდა, თითქოს პრეპარატი შეჰყავდა ბავშვების სხეულში, სინამდვილეში კი პატარებს არ ცრიდა.
გამოძიების ფარგლებში პეტრილოს ყოფილი 159 პაციენტის სისხლის ანალიზი აიღეს და დაადგინეს, რომ წითელას საწინააღმდეგო პრეპარატი მხოლოდ ექვს მათგანს ჰქონდა გაკეთებული. დანარჩენებს კი ტყუილად ეგონათ, რომ ვაქცინირებულები იყვნენ.
გარდა ამ საქმისა, პეტრილო ასევე არის სხვა საქმის ფიგურანტი, სადაც მას ბრალად დოკუმენტების გაყალბება, დატაცება და დაუდევრობა ედება.
ყველა ახალი ამბავი
0