https://sputnik-georgia.com/20211111/iusticiis-ministrma-saakashvilis-gatacebis-shesaxeb-braldebebs-upasuxa-261987602.html
იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის „გატაცების" შესახებ ბრალდებებს უპასუხა
იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის „გატაცების" შესახებ ბრალდებებს უპასუხა
Sputnik საქართველო
რატი ბრეგაძის თქმით, მტკიცება „გატაცების" შესახებ სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია. 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T16:17+0400
2021-11-11T16:17+0400
2021-11-11T22:08+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261982843_0:0:1281:721_1920x0_80_0_0_e63cc0aee250e2cec16a35b6c3801747.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. პატიმრის ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას არ შეიძლება გატაცება უწოდო, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ადვოკატების მტკიცებით, სააკაშვილი ციხიდან ეტაპირების წინააღმდეგი იყო, ამიტომაც იგი მოტყუებით წაიყვანეს და ამას მათ „გატაცება" უწოდეს.იუსტიციის მინისტრის თქმით, მტკიცება იმის შესახებ, რომ ექს-პრეზიდენტი იქნა გატაცებული და ციხის საავადმყოფოში ძალით გადაყვანილი, სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან სპეკულაცია.იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სწორედ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით განხორციელდა მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა. თუმცა, სააკაშვილმა ეტაპირების პროცესში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მათ ძალის გამოყენება დასჭირდათ.ადვოკატების თქმით, ამ დროისათვის სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა.სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.
https://sputnik-georgia.com/20211111/advokati-etapirebis-kadrebi-araadamianur-mopyrobas-adastureben-261985737.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0b/261982843_70:0:1209:854_1920x0_80_0_0_24f548b2d8434a8c1ea179fb95c69f45.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
იუსტიციის მინისტრმა სააკაშვილის „გატაცების" შესახებ ბრალდებებს უპასუხა
16:17 11.11.2021 (განახლებულია: 22:08 11.11.2021) რატი ბრეგაძის თქმით, მტკიცება „გატაცების" შესახებ სხვა არაფერია, თუ არა ოპოზიციის მხრიდან სპეკულაცია.
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. პატიმრის ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში გადაყვანას არ შეიძლება გატაცება უწოდო, განაცხადა საქართველოს იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ ბრიფინგზე.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავის №12 პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში 8 ნოემბერს გადაიყვანეს. ადვოკატების მტკიცებით, სააკაშვილი ციხიდან ეტაპირების წინააღმდეგი იყო, ამიტომაც იგი მოტყუებით წაიყვანეს და ამას მათ „გატაცება" უწოდეს.
იუსტიციის მინისტრის თქმით, მტკიცება იმის შესახებ, რომ ექს-პრეზიდენტი იქნა გატაცებული და ციხის საავადმყოფოში ძალით გადაყვანილი, სხვა არაფერია, თუ არა ხელისუფლების ოპონენტების მხრიდან სპეკულაცია.
„ჩვენმა ოპონენტებმა გატაცება დაარქვეს კანონით გათვალისწინებულ ღონისძიებას, რომელიც გულისხმობს ერთი პენიტენციური დაწესებულებიდან მეორეში პატიმრის გადაყვანას. აქვე გავმარტავთ მიზეზებს, რატომ იყო გადაყვანილი პატიმარი სააკაშვილი №12 დაწესებულებიდან №18 დაწესებულებაში. როგორც თქვენ იცით, მან უარი განაცხადა მკურნალობის არსებით ნაწილზე და, შესაბამისად, რისკი იმისა, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესებულიყო, იყო მზარდი", – განაცხადა ბრეგაძემ.
იუსტიციის მინისტრის განმარტებით, სწორედ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებული რისკების მინიმიზაციის მიზნით განხორციელდა მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანა.
თუმცა, სააკაშვილმა ეტაპირების პროცესში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლებს წინააღმდეგობა გაუწია, რის გამოც მათ ძალის გამოყენება დასჭირდათ.
ადვოკატების თქმით, ამ დროისათვის სააკაშვილი უარს აცხადებს სამედიცინო დახმარებასა და მკურნალობაზე.
სააკაშვილის ციხის საავადმყოფოში და არა სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის ერთ-ერთი მიზეზი იყო აგრეთვე სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის განცხადება, რომ "ნაციონალური მოძრაობის" მხრიდან არეულობები მზადდებოდა.
სუსმა პირდაპირ განაცხადა, რომ არის საშიშროება, სააკაშვილის გათავისუფლების მიზნით მისმა მომხრეებმა კლინიკა შტურმით აიღონ.