გელა ჩარკვიანს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ

© Facebook / Tbilisi City Hallგელა ჩარკვიანი
გელა ჩარკვიანი - Sputnik საქართველო, 1920, 11.11.2021
გამოწერა
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. გამოჩენილ ქართველ დიპლომატსა და მწერალ გელა ჩარკვიანს საბურთალოს სასაფლაოზე დაკრძალავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, ჩარკვიანს შვილისა და მეუღლის - ირაკლისა და ნანა თოიძის გვერდით დაკრძალავენ. დაკრძალვის ცერემონია 14:00 საათზე გაიმართება.
ცნობილი პუბლიცისტი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
გელა ჩარკვიანმა კარიერა ტელევიზიიდან დაიწყო – 1976-1994 წლებში საავტორო პროგრამა მიჰყავდა. 1984-1992 წლებში იყო ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს კულტურული კავშირების საკითხებში. 1980-იან და 1990-იანი წლების დასაწყისში ჩარკვიანი აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირების დამყარებაში.
გელა ჩარკვიანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
საქართველოს პირველმა პირებმა გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს
ჩარკვიანი 25 წლის განმავლობაში იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, შემდეგ ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა სოციოლოგიას. სერიოზულად იყო გატაცებული მუსიკითა და ლიტერატურით.
ჩარკვიანი 1992-2003 წლებში იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. საქართველოს ის 2005 წელს წარმოადგენდა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, 2006 წლიდან კი ელჩი იყო. ჩარკვიანმა დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.
გელა ჩარკვიანი არის რამდენიმე წიგნისა და ლიტერატურული თარგმანის ავტორი. მის ჯილდოებს შორისაა ღირსების ორდენი (1998), პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი (2011) და წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი (2013).
ყველა ახალი ამბავი
0