საქართველოს პირველმა პირებმა გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო მწუხარება გამოთქვეს

© Facebook / photo: Gela Charkviani / FBგელა ჩარკვიანი
გელა ჩარკვიანი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
გამოჩენილი დიპლომატი, მწერალი და პედაგოგი გელა ჩარკვიანი დღეს გარდაიცვალა.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ და თბილისის მერმა კახა კალაძემ მწუხარება გამოთქვეს გამოჩენილი ქართველი დიპლომატისა და მწერლის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო.
ცნობილი დიპლომატი, პუბლიცისტი, პედაგოგი და ტელეწამყვანი გელა ჩარკვიანი 82 წლის ასაკში 9 ნოემბერს გარდაიცვალა.
„მწუხარებას გამოვთქვამ თანამედროვე ქართული საზოგადოების ერთ-ერთი თვალსაჩინო წარმომადგენლის, დიპლომატის, პუბლიცისტისა და სახელგანთქმული პედაგოგის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. გელა ჩარკვიანის ცხოვრება ყოველთვის მრავალმხრივ საინტერესო და საზოგადოებრივად დატვირთული იყო, რასაც მისი პროგრესულობა და პიროვნული ხიბლი განაპირობებდა. ვუსამძიმრებ გელა ჩარკვიანის ოჯახს, მეგობრებსა და ახლობლებს", – დაწერა Facebook-გვერდზე ღარიბაშვილმა.
ჩარკვიანის გარდაცვალების გამო პარლამენტის სახელით მწუხარება გამოთქვა ასევე პარლამენტის თავმჯდომარემ კახა კუჭავამ.
© Facebook / Tbilisi City Hallგელა ჩარკვიანი
Дипломат и общественный деятель Гела Чарквиани у памятника сыну, музыканту Ираклию Чарквиани - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გელა ჩარკვიანი
„საქართველოს პარლამენტის სახელით ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ქართველი დიპლომატის, პედაგოგის, მწერლის და პუბლიცისტის გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. იგი თანამედროვე საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა და მისი გარდაცვალება უდიდესი დანაკლისია ჩვენი ქვეყნისთვის. ვუსამძიმრებ მის ოჯახს, ახლობლებს და მეგობრებს", – აღნიშნულია პარლამენტის პრეს-სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
„მთელი გულით ვწუხვარ გამორჩეული თბილისელის, ყველასთვის საყვარელი ადამიანის - გელა ჩარკვიანის გარდაცვალების გამო. თბილისს დააკლდა ადამიანი, რომელიც თავისი საქმიანობით, საკუთარი შემოქმედებით ავსებდა და სიცოცხლეს სძენდა ჩვენი ქალაქის ცხოვრებას… ვიზიარებ გელა ჩარკვიანის ოჯახის, მისი მეგობრების, კოლეგების და მთელი საქართველოს ტკივილს", – დაწერა კახა კალაძემ.
გელა ჩარკვიანმა კარიერა ტელევიზიიდან დაიწყო – 1976-1994 წლებში საავტორო პროგრამა მიჰყავდა. 1984-1992 წლებში იყო ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს კულტურული კავშირების საკითხებში. 1980-იან და 1990-იანი წლების დასაწყისში ჩარკვიანი აქტიურად მონაწილეობდა ამერიკის შეერთებულ შტატებთან მჭიდრო კავშირების დამყარებაში.
© photo: National Library of Georgiaოთარ იოსელიანი და გელა ჩარკვიანი
Георгий Данелия и Гела Чарквиани - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ოთარ იოსელიანი და გელა ჩარკვიანი
ჩარკვიანი 25 წლის განმავლობაში იყო ინგლისური ენის მასწავლებელი, შემდეგ ჭავჭავაძის სახელობის უცხო ენათა ინსტიტუტში და თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ასწავლიდა სოციოლოგიას. სერიოზულად იყო გატაცებული მუსიკითა და ლიტერატურით.
ჩარკვიანი 1992-2003 წლებში იყო პრეზიდენტ ედუარდ შევარდნაძის მრჩეველი საგარეო პოლიტიკის საკითხებში. საქართველოს ის 2005 წელს წარმოადგენდა დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში, 2006 წლიდან კი ელჩი იყო. ჩარკვიანმა დიპლომატიური საქმიანობა 2011 წლის სექტემბერში შეწყვიტა.
გელა ჩარკვიანი არის რამდენიმე წიგნისა და ლიტერატურული თარგმანის ავტორი. მის ჯილდოებს შორისაა ღირსების ორდენი (1998), პრეზიდენტის ბრწყინვალების ორდენი (2011) და წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენი (2013).
ყველა ახალი ამბავი
0