https://sputnik-georgia.com/20211111/fexburti-saqartvelom-svedeti-daamarcxa-262002086.html
სენსაციური გამარჯვება: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბათუმში შვედეთი დაამარცხა
სენსაციური გამარჯვება: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბათუმში შვედეთი დაამარცხა
Sputnik საქართველო
რვა მატჩში ვილი სანიოლის შეგირდებმა შვიდი ქულა დააგროვეს და В ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიბევეს 11.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-11T22:58+0400
2021-11-11T22:58+0400
2021-11-12T01:30+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262003360_0:320:3072:2048_1920x0_80_0_0_a56f54d726801db12f5003f11e68e276.jpg
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბათუმში შვედეთის ნაკრებს ანგარიშით 2:0 მოუგო.ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა 61-ე და 78-ე წუთებზე გაიბრწყინა. პირველ შემთხვევაში კვარაცხელია ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა მეტოქის საჯარიმოში გათამაშებული საჯარიმო დარტყმის დროს, ხოლო მეორე გოლი მისი ინდივიდუალური ოსტატობის შედეგია.აღსანიშნავია ასევე საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, გურამ კაშიას შესანიშნავი თამაში, რომელმაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის სრული ნეიტრალიზება მოახდინა. „მილანის“ თავდამსხმელმა მხოლოდ ერთხელ შეძლო შესანიშნავი გადაცემის გაკეთება, მაგრამ „კრასნოდარის“ ფორვარდის, ვიქტორ კლასონის დარტყმა შორეულ კუთხეში არაზუსტი გამოდგა.საქართველოს ნაკრებისთვის შვედეთთან შეხვედრა იყო დასკვნითი მსოფლიო-2022-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში. რვა მატჩში ვილი სანიოლის შეგირდებმა შვიდი ქულა დააგროვეს და В ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიბევეს და კოსოვოს გაუსწრეს.რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, სკანდინავებმა საკმაოდ გაირთულეს ბრძოლა ჯგუფში პირველობისთვის. ამ დროისთვის იანე ანდერსონის გუნდი ესპანეთს ორი ქულით უსწრებს, მაგრამ „ფურია როხას“ გასვლაზე საბერძნეთთან თამაში ელოდება. შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში კი მეტოქეები ერთმანეთს სევილიაში შეხვდებიან.2021 წელს საქართველოს ნაკრები დაასრულებს ამხანაგური მატჩით უზბეკეთთან, რომელიც 15 ნოემბერს გორში გაიმართება.
https://sputnik-georgia.com/20211111/vili-sanioli-svedettan-matcistvis-diskvalificirebulia-261995806.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262003360_850:381:3072:2048_1920x0_80_0_0_7325b9a8b9760128f50f18156d48338b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო
სენსაციური გამარჯვება: საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბათუმში შვედეთი დაამარცხა
22:58 11.11.2021 (განახლებულია: 01:30 12.11.2021) რვა მატჩში ვილი სანიოლის შეგირდებმა შვიდი ქულა დააგროვეს და В ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიბევეს
თბილისი, 11 ნოემბერი — Sputnik. 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩში საქართველოს ფეხბურთის ნაკრებმა ბათუმში შვედეთის ნაკრებს ანგარიშით 2:0 მოუგო.
ორივე გოლი ხვიჩა კვარაცხელიამ გაიტანა. ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველმა 61-ე და 78-ე წუთებზე გაიბრწყინა. პირველ შემთხვევაში კვარაცხელია ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა მეტოქის საჯარიმოში გათამაშებული საჯარიმო დარტყმის დროს, ხოლო მეორე გოლი მისი ინდივიდუალური ოსტატობის შედეგია.
აღსანიშნავია ასევე საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველის, გურამ კაშიას შესანიშნავი თამაში, რომელმაც ზლატან იბრაჰიმოვიჩის სრული ნეიტრალიზება მოახდინა. „მილანის“ თავდამსხმელმა მხოლოდ ერთხელ შეძლო შესანიშნავი გადაცემის გაკეთება, მაგრამ „კრასნოდარის“ ფორვარდის, ვიქტორ კლასონის დარტყმა შორეულ კუთხეში არაზუსტი გამოდგა.
საქართველოს ნაკრებისთვის შვედეთთან შეხვედრა იყო დასკვნითი მსოფლიო-2022-ის შესარჩევი ციკლის ფარგლებში. რვა მატჩში ვილი სანიოლის შეგირდებმა შვიდი ქულა დააგროვეს და В ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიბევეს და კოსოვოს გაუსწრეს.
რაც შეეხება შვედეთის ნაკრებს, სკანდინავებმა საკმაოდ გაირთულეს ბრძოლა ჯგუფში პირველობისთვის. ამ დროისთვის იანე ანდერსონის გუნდი ესპანეთს ორი ქულით უსწრებს, მაგრამ „ფურია როხას“ გასვლაზე საბერძნეთთან თამაში ელოდება. შესარჩევი ციკლის დასკვნით ტურში კი მეტოქეები ერთმანეთს სევილიაში შეხვდებიან.
2021 წელს საქართველოს ნაკრები დაასრულებს ამხანაგური მატჩით უზბეკეთთან, რომელიც 15 ნოემბერს გორში გაიმართება.