https://sputnik-georgia.com/20211110/ybis-saxsris-nekrozi-261949868.html
პარადოქსული უკუეფექტი: დასახელდა პრეპარატი, რომელიც ყბის სახსრის ნეკროზს იწვევს
პარადოქსული უკუეფექტი: დასახელდა პრეპარატი, რომელიც ყბის სახსრის ნეკროზს იწვევს
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. არის შემთხვევები, როდესაც კბილის ტკივილს „პარადოქსული“ მიზეზი იწვევს — ეს გარკვეული სახის პრეპარატების მიღების შედეგად შეიძლება... 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T13:58+0400
2021-11-10T13:58+0400
2021-11-10T20:03+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/17/251250523_161:0:1759:899_1920x0_80_0_0_e1f74f62d3339de9504bc4895830df82.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. არის შემთხვევები, როდესაც კბილის ტკივილს „პარადოქსული“ მიზეზი იწვევს — ეს გარკვეული სახის პრეპარატების მიღების შედეგად შეიძლება მოხდეს, აცხადებს ცნობილი რუსი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი.მისი თქმით, ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ბისფოსფონატების მიღებამ — პრეპარატებისა, რომლებიც ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის გასაძლიერებლად და ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ინიშნება, განსაკუთრებით, 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში.ექიმის განმარტებით, ზოგ შემთხვევაში ბისფოსფონატები „პარადოქსულ“ უკუეფექტს იწვევს.მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ პაციენტმა შეცდომა დაუშვას სტომატოლოგთან ვიზიტისას. ეს რომ არ მოხდეს, მიასნიკოვი გირჩევთ, თუ ბისფოსფონატებს იღებთ, ამის თაობაზე აუცილებლად აცნობოთ ექიმს. საქმე ისაა, რომ, თუ სერიოზული ქირურგიული ჩარევა დაგჭირდათ, სტომატოლოგმა უნდა იცოდეს ბისფოსფონატების თაობაზე, ვინაიდან შესაძლოა მათზე უარის თქმამ მოგიწიოთ.
https://sputnik-georgia.com/20211102/komarovski-koronavirusis-dros-yvelaze-xsir-secdomas-asaxelebs-261725006.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/17/251250523_360:0:1559:899_1920x0_80_0_0_7a15a61f71db1e1cf34be6df3271bfec.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. არის შემთხვევები, როდესაც კბილის ტკივილს „პარადოქსული“ მიზეზი იწვევს — ეს გარკვეული სახის პრეპარატების მიღების შედეგად შეიძლება მოხდეს,
აცხადებს ცნობილი რუსი ექიმი ალექსანდრ მიასნიკოვი.
მისი თქმით, ტკივილი შეიძლება გამოიწვიოს ბისფოსფონატების მიღებამ — პრეპარატებისა, რომლებიც ძვლოვანი ქსოვილის მინერალური სიმკვრივის გასაძლიერებლად და ოსტეოპოროზის სამკურნალოდ ინიშნება, განსაკუთრებით, 50 წელს გადაცილებულ პაციენტებში.
ექიმის განმარტებით, ზოგ შემთხვევაში ბისფოსფონატები „პარადოქსულ“ უკუეფექტს იწვევს.
„ეს პრეპარატები სამკურნალოდ ინიშნება და ისინი მკურნალობს კიდეც. მაგრამ ვლინდება პარადოქსული გვერდითი ეფექტი: მკურნალობის ნაცვლად აავადებს. ქალი პაციენტების გარკვეულ პროცენტში ბისფოსფონატები ზედა ყბის სახსრის ნეკროზს იწვევს“, — ამბობს მედიკოსი.
მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში გამორიცხული არ არის, რომ პაციენტმა შეცდომა დაუშვას სტომატოლოგთან ვიზიტისას.
„აგტკივდათ კბილი და მიდიხართ სტომატოლოგთან. გიღებენ კბილს და ამით ნეკროზის პროვოცირება ხდება“, — ასკვნის სპეციალისტი.
ეს რომ არ მოხდეს, მიასნიკოვი გირჩევთ, თუ ბისფოსფონატებს იღებთ, ამის თაობაზე აუცილებლად აცნობოთ ექიმს. საქმე ისაა, რომ, თუ სერიოზული ქირურგიული ჩარევა დაგჭირდათ, სტომატოლოგმა უნდა იცოდეს ბისფოსფონატების თაობაზე, ვინაიდან შესაძლოა მათზე უარის თქმამ მოგიწიოთ.