https://sputnik-georgia.com/20211102/komarovski-koronavirusis-dros-yvelaze-xsir-secdomas-asaxelebs-261725006.html
„ეს არის ის, რაც ადამიანს მაქსიმალურად კლავს“: ექიმი ყველაზე ხშირ შეცდომებს ასახელებს
„ეს არის ის, რაც ადამიანს მაქსიმალურად კლავს“: ექიმი ყველაზე ხშირ შეცდომებს ასახელებს
Sputnik საქართველო
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. კორონავირუსის მსუბუქი ფორმა, როდესაც სატურაცია 93%-ზე მაღალია, სპეციფიკურ მკურნალობას არ მოითხოვს, თუმცა ზოგი მაინც უშვებს ამ... 02.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-02T15:50+0400
2021-11-02T15:50+0400
2021-11-03T11:14+0400
სასარგებლო რჩევები
ექიმის რჩევები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:420:2895:2048_1920x0_80_0_0_f533a3d362ca11d4f88ad770532459d9.jpg
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. კორონავირუსის მსუბუქი ფორმა, როდესაც სატურაცია 93%-ზე მაღალია, სპეციფიკურ მკურნალობას არ მოითხოვს, თუმცა ზოგი მაინც უშვებს ამ დროს უხეშ შეცდომას, განაცხადა უმაღლესი კატეგორიის პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ გამოცემა Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.მისი თქმით, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის დროს ადამიანმა იგივე ზომები უნდა დაიცვას, როგორსაც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს იცავს.იმ შემთხვევაში კი, თუ სატურაცია 93%-ზე დაბლა დაეცა, კომაროვსკის თქმით, საჭიროა ექიმი, რომელიც მკურნალობის შემდგომ სტრატეგიას დაგეგმავს. სპეციალისტის თქმით, ყველაზე დიდ შეცდომას კორონავირუსით ინფიცირებულები დაავადების დასაწყისში უშვებენ, როდესაც პულსოქსიმეტრი ნორმას აჩვენებს, ადამიანები კი „დექსამეტაზონის“ ან ანტიბიოტიკების მიღებას იწყებენ.მისი თქმით, კორონავირუსის დროს ამბულატორიული დახმარება არაფრით განსხვავდება გრიპისა თუ სურდოს მკურნალობისგან. შეშფოთების საბაბი მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩნდეს, როცა პულსოქსიმეტრის მაჩვენებელი ეცემა, ან პაციენტს თანმდევი დაავადებები აქვს.
https://sputnik-georgia.com/20201024/koronavirusi-xom-ar-maqvs-COVID-19-is-utyuari-diagnostika-eqim-komarovskisgan-249794400.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24876/28/248762808_0:284:2352:2048_1920x0_80_0_0_9854fe52ed42ad4e0ba1584479de8230.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, covid-19
სასარგებლო რჩევები , ექიმის რჩევები, covid-19
თბილისი, 2 ნოემბერი − Sputnik. კორონავირუსის მსუბუქი ფორმა, როდესაც სატურაცია 93%-ზე მაღალია, სპეციფიკურ მკურნალობას არ მოითხოვს, თუმცა ზოგი მაინც უშვებს ამ დროს უხეშ შეცდომას, განაცხადა უმაღლესი კატეგორიის პედიატრმა ევგენი კომაროვსკიმ გამოცემა
Deutsche Welle-სთან ინტერვიუში.
მისი თქმით, კორონავირუსის მსუბუქი ფორმის დროს ადამიანმა იგივე ზომები უნდა დაიცვას, როგორსაც მწვავე რესპირატორული ვირუსული ინფექციების დროს იცავს.
„სანამ პულსოქსიმეტრი 93-ზე მეტს გაჩვენებთ, დაავადების მსუბუქი ფორმა გაქვთ, ან ის მხოლოდ ახლა იწყება. ამ დროს სტანდარტული ნაბიჯებია: მინიმუმი საკვები, მაქსიმუმი სითხე, სუფთა გრილი ჰაერი. კატეგორიულად არანაირი წოლითი რეჟიმი! თუ სხეულის ტემპერატურა მაღალია, მიიღეთ „პარაცეტამოლი“ და „იბუპროფენი“. თუ ცხვირი გაჭედილი გაქვთ, გამოივლეთ მარილის ხსნარი. და მორჩა!“ − განმარტა ექიმმა.
იმ შემთხვევაში კი, თუ სატურაცია 93%-ზე დაბლა დაეცა, კომაროვსკის თქმით, საჭიროა ექიმი, რომელიც მკურნალობის შემდგომ სტრატეგიას დაგეგმავს.
სპეციალისტის თქმით, ყველაზე დიდ შეცდომას კორონავირუსით ინფიცირებულები დაავადების დასაწყისში უშვებენ, როდესაც პულსოქსიმეტრი ნორმას აჩვენებს, ადამიანები კი „დექსამეტაზონის“ ან ანტიბიოტიკების მიღებას იწყებენ.
„ეს არის ის, რაც ადამიანს მაქსიმალურად კლავს. ეს მინიმუმამდე ამცირებს ცოცხლად გადარჩენის შანსებს“, – ირწმუნება ექიმი.
მისი თქმით, კორონავირუსის დროს ამბულატორიული დახმარება არაფრით განსხვავდება გრიპისა თუ სურდოს მკურნალობისგან. შეშფოთების საბაბი მხოლოდ მაშინ შეიძლება გაჩნდეს, როცა პულსოქსიმეტრის მაჩვენებელი ეცემა, ან პაციენტს თანმდევი დაავადებები აქვს.