მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

იმღერე ინგლისურად და მიიღე ფული: აშშ ტაჯიკეთში ახალ პროექტს აფინანსებს

© Pixabay / stux
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი აპირებს თანხები გამოყოს იმ ტაჯიკი მუსიკოსების დასაფინანსებლად, რომლებიც ინგლისურ ენაზე შეასრულებენ სიმღერებს, იუწყება ტელეარხი RT.
როგორც საგრანტო დოკუმენტშია ნათქვამი, ეს ქვეყანაში ამერიკული კულტურისა და ინგლისური ენის პოპულარიზაციას შეუწყობს ხელს, დაეხმარება „აშშ-სა და ტაჯიკეთს შორის პოზიტიური კავშირების გაძლიერებას ამერიკულ-ტაჯიკური ურთიერთობების 30 წლის იუბილესთან დაკავშირებით“.
პროექტის ფარგლებში შესაძლებელია მუსიკალური კონკურსის ჩატარება ტაჯიკ ვოკალისტებს შორის, რომლებიც ამერიკულ სიმღერებს შეასრულებენ.

„სიმღერის ტექსტი არ უნდა შეიცავდეს უხამს გამონათქვამებს და უნდა ატარებდეს პოზიტიურ მესიჯს“, — ნათქვამია გრანტში.

პროექტში ჩართულ ორგანიზაციებს აშშ-ის საგარეო საქმეთა სამინისტრო რამდენიმე ამოცანას უსახავს. მათ ევალებათ: გააფართოვონ ინიციატივის მონაწილეთა მუსიკალური ჰორიზონტები, გაზარდონ მათი ცნობადობა ინტერნეტსა და ტრადიციულ მედიასაშუალებებში წარმოებული კამპანიების დახმარებით, განავითარონ კონკურსანტებსა და მათ აუდიტორიას შორის „ამერიკული მუსიკისა და კულტურისადმი უფრო ძლიერი სიმპათია“.
როგორც ირკვევა, ერთი გრანტის მაქსიმალური რაოდენობაა 40.000 დოლარი, ხოლო მინიმალური — 15.000 დოლარი.
დაფინანსებაზე განაცხადის წარდგენა შეუძლიათ არაკომერციულ, არასამთავრობო და სამოქალაქო საზოგადოებრივ ორგანიზაციებს.
ყველა ახალი ამბავი
0