აშშ-ში ქართულ ღვინოს გაეცნენ

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliქართული ღვინო
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, ამიტომ აქ ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით სხვადასხვა ღონისძიება იმართება.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით ნოემბრის დასაწყისში აშშ-ში „ქართული ღვინის ფორუმი" გაიმართა, ნათქვამია სააგენტოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, ფორუმის ფარგლებში 4 ნოემბერს ღვინის პროფესიონალებისთვის ქალაქ ბოსტონში ჩატარდა დეგუსტაცია-სემინარი Amber Wine Festival in Boston. 8 ნოემბერს კი ქალაქ ფილადელფიაში გაიმართა ქართული ღვინის დეგუსტაცია ადგილობრივი დისტრიბუტორების, იმპორტიორების, სარესტორნო ქსელებისა და მასმედიის წარმომადგენლებისთვის.
პოლონეთში ქართული ღვინო დააგემოვნეს>>
ფორუმის დასკვნით ღონისძიებას წარმოადგენდა კონფერენცია, რომელიც 9 ნოემბერს პენსილვანიის უნივერსიტეტში გაიმართა.
კონფერენცია ქართული ღვინის კულტურასა და ისტორიას, მეღვინეობის სექტორში პანდემიით შექმნილ ახალი გამოწვევებს, აშშ-ის ბაზარზე ქართული ღვინის პოპულარიზაცია-რეალიზაციის სტრატეგიასა და სამოქმედო გეგმებს მიეძღვნა.
კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული მუზეუმის დირექტორმა დავით ლორთქიფანიძემ, პენსილვანიის უნივერსიტეტის მუზეუმის პროფესორმა პატრიკ მაკგოვერნმა (PATRICK MCGOVERN), ტორონტოს უნივერსიტეტის მკვლევარმა სტივენ ბატიუკმა (STEPHEN BATIUK) და სხვებმა.
ამერიკის შეერთებულ შტატებში ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერითა და ამერიკა-საქართველოს ბიზნეს-საბჭოს ორგანიზებით „ქართული ღვინის ფორუმი" მეოთხედ ჩატარდა.
პირველ ფორუმს 2018 წელს ვაშინგტონმა, 2019 წელს კი ბოსტონმა ჰარვარდის უნივერსიტეტის ბაზაზე უმასპინძლა; გასულ წელს, COVID-19-ის პანდემიის გამო, ღონისძიება ონლაინ-ფორმატში გაიმართა. ფორუმი, ტრადიციულად, მოიცავს სამეცნიერო კონფერენციას, რომლის ფარგლებშიც მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერ-მკვლევარები ქართული ვაზის კულტურასა და ისტორიასთან დაკავშირებულ სამეცნიერო კვლევებს წარადგენენ და განიხილავენ.
შვეიცარიაში ქართული ღვინის ფორუმი იმართება>>
ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ქართული ღვინის პოპულარიზაციისა და ექსპორტის ზრდის ხელშეწყობის მიზნით, ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, სხვადასხვა მნიშვნელოვანი ღონისძიება, მათ შორის, „ქართული ღვინის ფორუმი" ხშირად იმართება.
ქართული ღვინო - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
საქართველოდან ღვინის ექსპორტი 400-მა კომპანიამ განახორციელა
უწყებაში აღნიშნავენ, რომ აასეთმა ღონისძიებებმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ამერიკის ღვინის ბაზარზე გაყიდვების სტაბილურ ზრდას.
რაც შეეხება მიმდინარე სტატისტიკურ მონაცემებს, 2021 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 881 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 10%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.
ყველა ახალი ამბავი
0