https://sputnik-georgia.com/20211110/sasamartlom-bitkoinebis-sarceli-ar-daakmayofila-261938206.html
დამიბრუნეთ ბიტკოინები: სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა
დამიბრუნეთ ბიტკოინები: სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა
Sputnik საქართველო
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვის საველოვსკის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი კრიპტოვალუტის უკანონო ფლობიდან ამოღებისა და ნამდვილი მფლობელისთვის... 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T10:33+0400
2021-11-10T10:33+0400
2023-08-17T12:44+0400
ეს უცნაური რუსეთი, ეს უცნაური რუსები
საზოგადოება
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0d/251160702_0:106:2048:1258_1920x0_80_0_0_90bc49073dc4e6095b1fdde76555b720.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვის საველოვსკის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი კრიპტოვალუტის უკანონო ფლობიდან ამოღებისა და ნამდვილი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ, იუწყება РИА Новости.გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 16,6 ბიტკოინის (ამ დროისათვის 1,1 მლნ დოლარზე მეტი) შესახებ. ამასთან აღინიშნება, რომ რუსეთში ეს პირველი ამ ტიპის სარჩელი იყო.როგორც მოსარჩელის ადვოკატმა ბორის ბაშილოვმა განუცხადა სააგენტოს, მისმა კლიენტმა ანდრეი პეტროვმა 2018 წლის ზაფხულში მისი კუთვნილი ბიტკოინები მეგობრის იგორ ტუკანის კრიპტოსაფულეში გადაიტანა სანდო მმართველობაში. ზეპირი შეთანხმების თანახმად, ტუკანს ხუთი თვის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა ინვესტიცია, შემდეგ ბიტკოინები უკან უნდა დაებრუნებინა მფლობელისთვის, თავად კი მოგების 20% დაეტოვებინა. მაგრამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ტუკანმა არ დააბრუნა კრიპტოვალუტა და პეტროვს განუცხადა, რომ ციფრული ვალუტა იზარალა. პეტროვმა სასამართლოში ჯერ პრეტენზია წარადგინა, შემდეგ კი სარჩელიც შეიტანა.აღინიშნება, რომ მხარეთა შორის გარიგების მომენტისთვის რუსეთში არ არსებობდა შესაბამისი კანონმდებლობა, მაგრამ შემდეგ კრიპტოვალუტის საკითხი უკვე დარეგულირდა კანონით, რომლის თანახმად, ციფრული ვალუტა ქონებად ცნეს.ადვოკატ ბაშილოვის თქმით, მისი კლიენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.
https://sputnik-georgia.com/20211011/bitkoinis-fasma-57-atas-dolars-gadaawarba-260454035.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/03/0d/251160702_116:0:1933:1363_1920x0_80_0_0_1bc95abb1c399dd03a217fbe10e93b7b.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, რუსეთი
დამიბრუნეთ ბიტკოინები: სასამართლომ სარჩელი არ დააკმაყოფილა
10:33 10.11.2021 (განახლებულია: 12:44 17.08.2023) თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. მოსკოვის საველოვსკის სასამართლომ არ დააკმაყოფილა სარჩელი კრიპტოვალუტის უკანონო ფლობიდან ამოღებისა და ნამდვილი მფლობელისთვის დაბრუნების შესახებ, იუწყება
РИА Новости. გავრცელებული ინფორმაციით, საუბარია 16,6 ბიტკოინის (ამ დროისათვის 1,1 მლნ დოლარზე მეტი) შესახებ. ამასთან აღინიშნება, რომ რუსეთში ეს პირველი ამ ტიპის სარჩელი იყო.
როგორც მოსარჩელის ადვოკატმა ბორის ბაშილოვმა განუცხადა სააგენტოს, მისმა კლიენტმა ანდრეი პეტროვმა 2018 წლის ზაფხულში მისი კუთვნილი ბიტკოინები მეგობრის იგორ ტუკანის კრიპტოსაფულეში გადაიტანა სანდო მმართველობაში. ზეპირი შეთანხმების თანახმად, ტუკანს ხუთი თვის განმავლობაში უნდა განეხორციელებინა ინვესტიცია, შემდეგ ბიტკოინები უკან უნდა დაებრუნებინა მფლობელისთვის, თავად კი მოგების 20% დაეტოვებინა.
მაგრამ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის შემდეგ ტუკანმა არ დააბრუნა კრიპტოვალუტა და პეტროვს განუცხადა, რომ ციფრული ვალუტა იზარალა. პეტროვმა სასამართლოში ჯერ პრეტენზია წარადგინა, შემდეგ კი სარჩელიც შეიტანა.
„სხდომა მთელი ერთი საათი გაგრძელდა, რის შემდეგაც მოსამართლემ კიდევ გარკვეული დრო დაჰყო სათათბირო ოთახში, თუმცა საბოლოოდ უარი თქვა სარჩელის დაკმაყოფილებაზე“, – განაცხადა ბაშილოვმა.
აღინიშნება, რომ მხარეთა შორის გარიგების მომენტისთვის რუსეთში არ არსებობდა შესაბამისი კანონმდებლობა, მაგრამ შემდეგ კრიპტოვალუტის საკითხი უკვე დარეგულირდა კანონით, რომლის თანახმად, ციფრული ვალუტა ქონებად ცნეს.
ადვოკატ ბაშილოვის თქმით, მისი კლიენტი სასამართლოს გადაწყვეტილებას გაასაჩივრებს.