Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„როგორ მოვიქცე, დაბერება შევწყვიტო თუ საერთოდ გავქრე?“ – სარა ჯესიკა პარკერი კრიტიკაზე

© photo: Sputnik / Evgeny Odinokov / გადასვლა მედიაბანკშიАмериканская актриса Сара Джессика Паркер
Американская актриса Сара Джессика Паркер - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
საკულტო სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ ვარსკვლავი სარა ჯესიკა პარკერი „ვოგის“ დეკემბრის ნომრის გარეკანზე მოხვდა. მსახიობმა არაერთი იმიჯი მოირგო, ფოტოები საოცრად შთამბეჭდავი გამოვიდა.
კადრი ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
ის, რასაც დიდხანს ელოდით – ვრცელდება სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ პირველი ტრეილერი
ვრცელ ინტერვიუში ვარსკვლავმა ასაკის მატებაზე ისაუბრა და კრიტიკას უპასუხა. მისი განცხადებით, სერიალის მსახიობებმა საზოგადოების ნაწილისგან უამრავი უარყოფითი შეფასება მიიღეს იმის გამო, რომ მათი გარეგნობა დროსთან ერთად საგრძნობლად შეიცვალა.

„ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ ადამიანებს არ სურთ ბედნიერები და კმაყოფილები ვიყოთ, მათ ის უფრო სიამოვნებთ, როდესაც ცუდად ვგრძნობთ თავს, თუნდაც იმის გამო, რომ ბუნებრივი დაბერების პროცესი ავირჩიეთ. სრულყოფილები არ გვინდა ვიყოთ და იმას ვაკეთებთ, რაც ჩვენ ბედნიერებას გვანიჭებს, ვიცი, როგორც გამოვიყურები, სხვა არჩევანი არც მაქვს, და როგორ მოვიქცე? დაბერება შევწყვიტო თუ საერთოდ გავქრე?“ – აცხადებს მსახიობი.

პარკერმა ერთი შემთხვევაც გაიხსენა, როდესაც მეგობართან, ენდი კოენთან ერთად, რომელსაც ჭაღარა თმა აქვს, სავახშმოდ წავიდა, საზოგადოების ნაწილისთვის მისი ჭაღარა თმა მიუღებელი აღმოჩნდა.
საკულტო სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ პრემიერა HBOMax-ზე დეკემბერში შედგება. ტელეშოუს ოფიციალურ „ინსტაგრამზე“ ფოტოც გავრცელდა, სადაც პრემიერის პერიოდია დასახელებული.
რამდენიმე თვის წინ ცნობილი გახდა, რომ საკულტო სერიალი „სექსი დიდ ქალაქში“ 20 წლის შემდეგ ეკრანებს უბრუნდება. გადაღებები ივნისში დაიწყო.
ყველა ახალი ამბავი
0