ის, რასაც დიდხანს ელოდით – ვრცელდება სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ პირველი ტრეილერი

© courtesy of Caro Premier / გადასვლა მედიაბანკშიკადრი ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“
კადრი ფილმიდან „სექსი დიდ ქალაქში“ - Sputnik საქართველო, 1920, 21.09.2021
გამოწერა
რამდენიმეთვიანი სპეკულაციებისა და ჭორების შემდეგ, ცოტა ხნის წინ HBO-მ ოფიციალურად დაადასტურა მინისერიალის „სექსი დიდ ქალაქში” გადაღებები, რომელიც 10 ეპიზოდს მოიცავს.
თბილისი, 21 სექტემბერი — Sputnik. სტრიმინგ–სერვერმა HBO-მ სერიალის „სექსი დიდ ქალაქში“ პირველი ტრეილერი გაავრცელა. ვიდეორგოლში გამოჩნდა სერიალის ყველაზე კაშკაშა და საინტერესო მომენტები.
ახალი ეპიზოდის სახელწოდებაა „ისტორია გრძელდება“ და ტრეილერიდან უკვე ჩანს, რომ ის ძალიან საინტერესო იქნება. პირველივე კადრებში ჩანან სარა ჯესიკა პარკერი, სინტია ნიქსონი და კრისტინ დევისი.
ვიდეორგოლიდან ჩანს, რომ კერი, მირანდა და შარლოტა დიდი ხნის ნაცნობებს ხვდებიან, მაგრამ ვის – ჯერ სიურპრიზია. ასევე ახალ ტრეილერში ჩანს მისტერ ბიგი, თუმცა ახალი ეპიზოდის სცენარი მკაცრად გასაიდუმლოებულია. ცნობილია მხოლოდ ის, რომ კიმ კეტროლს სერიალში ნიკოლ არი პარკერი შეცვლის.
„სექსი დიდ ქალაქში“ HBO-ს ეთერში 1998 წელს გამოვიდა. ჯამში მაყურებელმა 6 სეზონი იხილა. 2004 წელს სერიალი დასრულდა, 2008 და 2010 წლებში კი ორი სრულმეტრაჟიანი ფილმი გამოვიდა.
ყველა ახალი ამბავი
0