სააკაშვილის საქმე: ოთხივე ფიგურანტი პატიმრობაში რჩება

CC BY 2.0 / Blogtrepreneur / Legal Gavel & Closed Law Bookმოსამართლის ჩაქუჩი
მოსამართლის ჩაქუჩი - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
სასამართლომ უარყო დაცვის შუამდგომლობა ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების შესახებ.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. გიორგი ნარიმანიძე, ელგუჯა ცომაია, ზურაბ და შალვა წოწორიები, რომლებიც ბრალდებული არიან საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ქვეყნის ტერიტორიაზე არალეგალურად შემოსვლის ხელშეწყობაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით გამოძიების პერიოდში პატიმრობაში დარჩებიან.
სასამართლომ არ დააკმაყოფილა დაცვის შუამდგომლობა ბრალდებულების გირაოთი გათავისუფლების თაობაზე.
შემდეგი წინასწარი მოსმენა საქმეზე 28 დეკემბერს დაინიშნა.
გამოძიების მონაცემებით, ელგუჯა ცომაია რძის პროდუქტებით დატვირთული იმ ტრაილერის საჭესთან იჯდა, რომლითაც სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი არალეგალურად გადმოკვეთა. ცომაია 2 ოქტომბერს, ექს-პრეზიდენტის დაკავებიდან მეორე დღეს დააკავეს.
სწორედ ცომაიას სახლში, აბაშის რაიონში შეჩერდა სააკაშვილი პირველად, შემდეგ კი თბილისში გამოემგზავრა და იმავე ცომაიას მიერ შერჩეულ ბინაში დასახლდა. ის ასევე თან ახლდა ექს-პრეზიდენტს ბათუმში და თბილისში.
საქართველოს პროკურატურა - Sputnik საქართველო, 1920, 20.10.2021
როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში: პროკურატურამ დეტალები გაასაჯაროვა
შალვა და ზურაბ წოწორიები ფოთის პორტში მუშაობენ. სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში, სავარაუდოდ, ზღვით შემოვიდა და ქვეყნის საზღვარი სწორედ ამ პორტის გავლით გადმოკვეთა.
საქმის კიდევ ერთი ფიგურანტი გიორგი ნარიმანიძე ბრალდებულია დანაშაულის დაფარვაში. კერძოდ, სააკაშვილის მიერ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის შეუტყობინებლობაში.
გამოძიება ამტკიცებს, რომ ნარიმანიძემ იცოდა, რომ სააკაშვილი უკანონოდ შემოვიდა ქვეყანაში და თან ახლდა კიდეც აბაშიდან თბილისამდე გზაში.
მას ბრალი ოფიციალურად წარდგენილი აქვს მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის მუხლით, რომელიც ერთიდან ოთხ წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. საზღვრის უკანონო გადმოკვეთაში ხელშეწყობაში ასევე ბრალდებულია ელგუჯა ცომაია, რომელსაც ხუთ წლამდე პატიმრობა ემუქრება.
ყველა ახალი ამბავი
0