https://sputnik-georgia.com/20211020/rogor-shemovida-saakashvili-saqartveloshi-prokuraturam-detalebi-gaasajarova-261342281.html
როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში: პროკურატურამ დეტალები გაასაჯაროვა
როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში: პროკურატურამ დეტალები გაასაჯაროვა
Sputnik საქართველო
პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება გრძელდება. 20.10.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-10-20T18:10+0400
2021-10-20T18:10+0400
2021-10-20T22:39+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_c658b658dcf62445cad61b7eec00123a.jpg
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე. პროკურატურამ ელგუჯა ცომაიას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისა და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დღეს დაუმძიმა, ხოლო გიორგი ნიორაძეს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა.გამოძიების მიხედვით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.უწყების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, დაახლოებით 01:47 საათზე ფოთის პორტის ტერიტორიაზე გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და სატვირთოს კაბინაში ჩაჯდა.უწყების ცნობით, ტრაილერში სააკაშვილის ყოფნა დასტურდება მისი მობილური ტელეფონიდან ამოღებული ჩანაწერებით.გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ღამის 2 საათზე სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილში, რომლითაც გეზის (გაფორმების ეკონომიკური ზონა) ტერიტორიასთან მას ელოდებოდნენ მამა-შვილი წოწორიები. ცომაიამ ტრაილერი გეზის ტერიტორიაზე დააყენა, იქაურობა ფეხით დატოვა და წოწორიების ავტომობილში ჩაჯდა. ისინი გაემართნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ სახლში. ტყვირიდან მიკროავტობუსით ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით ისინი გაემართნენ ბათუმისკენ.ბათუმიდან სააკაშვილი და მისი მოკავშირეები კვლავ სოფელ ტყვირში დაბრუნდნენ. 29 სექტემბრის საღამოს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში სააკაშვილი, ცომაიასა და ნიორაძესთან ერთად, მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებით თბილისში წამოვიდა. ისინი დედაქალაქში ერწოს ქუჩაზე მდებარე ცომაიას საცხოვრებელ ბინაში დაახლოებით 04:30 საათზე მივიდნენ, სადაც სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს. სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.
https://sputnik-georgia.com/20211020/saakashvilis-qveyanashi-shemosvlis-saqmeze-kidev-erti-piri-daakaves-261329855.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/73/234097334_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_9110a34f307253289ed9758fb5184b36.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
როგორ შემოვიდა სააკაშვილი საქართველოში: პროკურატურამ დეტალები გაასაჯაროვა
18:10 20.10.2021 (განახლებულია: 22:39 20.10.2021) პროკურატურის ცნობით, შინაგან საქმეთა სამინისტროში მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე გამოძიება გრძელდება.
თბილისი, 20 ოქტომბერი – Sputnik. საქართველოს პროკურატურამ მსჯავრდებულ მიხეილ სააკაშვილის მიმართ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტზე ბრალდების შესახებ დადგენილება გამოიტანა,
ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საქართველოში შემოსვლის საქმის გამოძიების ფარგლებში ამ დროისათვის დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დაკავებულია ოთხი პირი – ელგუჯა ცომაია, მამა-შვილი წოწორიები და გიორგი ნიორაძე. პროკურატურამ ელგუჯა ცომაიას სისხლის სამართლის მძიმე დანაშაულის დაფარვისა და საზღვრის უკანონო კვეთაში დახმარებისთვის ბრალი დღეს დაუმძიმა, ხოლო გიორგი ნიორაძეს, რომელიც სამართალდამცველებმა 19 ოქტომბერს დააკავეს, ბრალდება მძიმე დანაშაულის დაფარვისთვის წარუდგინა.
გამოძიების მიხედვით, 28 სექტემბერს, დაახლოებით 23:00 საათზე უკრაინიდან, კერძოდ, ჩერნომორსკის პორტიდან ფოთის ნავსადგურში შემოვიდა გემი, სახელწოდებით „ვილნიუსი“. აღნიშნული გემიდან 29 სექტემბერს, 01:04 საათზე ჩამოვიდა SCANIA-ს ფირმის, ცომაიას მფლობელობაში არსებული მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალება ტრაილერი, რომელიც დატვირთული იყო რძის პროდუქტებით. სწორედ აღნიშნულ ტრაილერში იმყოფებოდა ექს-პრეზიდენტი სააკაშვილი.
უწყების ინფორმაციით, ელგუჯა ცომაიამ რეგისტრაციამდე ტრაილერი მოსაცდელ ადგილზე გააჩერა, საიდანაც 01:44 საათზე დაიძრა გასასვლელისკენ. რამდენიმე ათეული მეტრის გავლის შემდეგ, დაახლოებით 01:47 საათზე ფოთის პორტის ტერიტორიაზე გააჩერა სატვირთო ავტომანქანა და მივიდა ავტომანქანის მისაბმელის უკანა კართან, საიდანაც 01:49 საათზე ჩამოვიდა მიხეილ სააკაშვილი და სატვირთოს კაბინაში ჩაჯდა.
უწყების ცნობით, ტრაილერში სააკაშვილის ყოფნა დასტურდება მისი მობილური ტელეფონიდან ამოღებული ჩანაწერებით.
„ამ ქმედებით მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კონტროლის გვერდის ავლით, ელგუჯა ცომაიას დახმარებით უკანონოდ გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი“, – აღნიშნულია განცხადებაში.
გავრცელებული ინფორმაციით, დაახლოებით ღამის 2 საათზე სააკაშვილი გადაჯდა „მერსედესის“ მარკის ავტომობილში, რომლითაც გეზის (გაფორმების ეკონომიკური ზონა) ტერიტორიასთან მას ელოდებოდნენ მამა-შვილი წოწორიები. ცომაიამ ტრაილერი გეზის ტერიტორიაზე დააყენა, იქაურობა ფეხით დატოვა და წოწორიების ავტომობილში ჩაჯდა. ისინი გაემართნენ აბაშის რაიონის სოფელ ტყვირში მდებარე ელგუჯა ცომაიას საცხოვრებელ სახლში. ტყვირიდან მიკროავტობუსით ლანჩხუთი-ფოთი-ოზურგეთი-ქობულეთის გავლით ისინი გაემართნენ ბათუმისკენ.
ბათუმიდან სააკაშვილი და მისი მოკავშირეები კვლავ სოფელ ტყვირში დაბრუნდნენ. 29 სექტემბრის საღამოს, 22:48 საათიდან 23:04 საათამდე პერიოდში სააკაშვილი, ცომაიასა და ნიორაძესთან ერთად, მისაბმელიანი სატრანსპორტო საშუალებით თბილისში წამოვიდა. ისინი დედაქალაქში ერწოს ქუჩაზე მდებარე ცომაიას საცხოვრებელ ბინაში დაახლოებით 04:30 საათზე მივიდნენ, სადაც სამართალდამცველებმა მიხეილ სააკაშვილი 1 ოქტომბერს დააკავეს.
სააკაშვილის წინააღმდეგ საქართველოში რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული.
ექს-პრეზიდენტს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა ამნისტიის და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი. გარდა ამისა, სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლებისა და ბიუჯეტის თანხების გაფლანგვაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
თავად სააკაშვილი საკუთარ თავს პოლიტპატიმარს უწოდებს.