https://sputnik-georgia.com/20211110/ratom-armocnda-saqartvelo-politikuri-krizisis-zrvarze-eqspertis-mosazreba-261966191.html
რატომ აღმოჩნდა საქართველო პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე: ექსპერტის მოსაზრება
რატომ აღმოჩნდა საქართველო პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე: ექსპერტის მოსაზრება
Sputnik საქართველო
პოლიტოლოგის აზრით, ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ხანია თავი დაანება პოლიტიკურ საქმიანობას და „სექტას“ დაემსგავსა 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T22:06+0400
2021-11-10T22:06+0400
2021-11-10T22:06+0400
პრეს-ცენტრი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24468/24/244682469_0:161:3071:1888_1920x0_80_0_0_3c5c41f39c74231df11686555bf304b0.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. საქართველო პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე იმის გამო აღმოჩნდა, რომ თავის დროზე მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებისგან ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იზოლირება არ მოახდინა, მიაჩნია პოლიტოლოგ გიგლა ბარამიძეს.საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე თავისი მოსაზრება მან Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე გამოთქვა.„იმ მოვლენების დასაბამი, რომლებიც ამჟამად საქართველოში ვითარდება, უნდა ვეძებოთ 2012-2013 წლებში, როდესაც პოლიტიკურ რეალობაში სერიოზული ცვლილებები მოხდა, მაგრამ არ მოჰყვა ის ნაბიჯები, რომლებსაც ამომრჩეველი და ქართველი ხალხი ითხოვდა“, - აღნიშნა ბარამიძემ.მისი სიტყვებით, ეს მოთხოვნები იყო სამართლიანობის აღდგენა და ე.წ. კოჰაბიტაციის მიუღებლობა. ეს ტერმინი ქართულ პოლიტიკაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარლამენტი პარტია „ქართული ოცნების“ ხელში გადავიდა, პრეზიდენტის თანამდებობაზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ოპოზიციონერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი რჩებოდა.„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა და დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბოლოს მაინც აღმოჩნდა ციხეში.„მთავარია, რომ მმართველ პარტიას აქვს შესაძლებლობა, შექმნას პირობები ჯანსაღ, კონსტრუქციულ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის და არ ეთამაშოს ამ ნაციონალურ „სექტას“. მაშინ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესები წარიმართება. თუ არა და, ჩვენ კვლავაც მოგვიწევს იმის ყურება, რაც ზოგჯერ ადრეულ შუა საუკუნეებს მაგონებს“, - აღნიშნა მან.ბარამიძის აზრით, ოპოზიციურმა ძალამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ხანია, თავი დაანება პარტიულ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ახერხებს, ყველა არჩევნებზე მიიღოს ამომრჩევლების ხმები.„რასაც ისინი აკეთებენ - ეს სექტისთვის დამახასიათებელი ქმედებებია. თეთრზე ყველას უმტკიცებენ, რომ შავია, შავზე ამბობენ, რომ თეთრია. თანაც ამას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამი ოპოზიციური არხის მეშვეობით, რომლებსაც აფინანსებენ თავის დროზე ქართული სახელმწიფოსგან მოპარული ფულით“, - ამტკიცებს პოლიტოლოგი.საქართველოში ვითარება ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაპატიმრების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ დაიძაბა. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი ფარულად უკანონოდ გადმოკვეთა. იგი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. სამშობლოში მას მისჯილი აქვს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ორ სისხლის სამართლის საქმეზე. კიდევ სამი საქმე მის წინააღმდეგ, მათ შორის, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხი, ამჟამად იხილება.ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს მის წინააღმდეგ ფაბრიკაციად მიიჩნევს, თავს კი პოლიტპატიმარს უწოდებს.სააკაშვილის მხარდამჭერებმა პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსეს. ისინი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.
https://sputnik-georgia.com/20211110/----------261959484.html
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24468/24/244682469_170:0:2901:2048_1920x0_80_0_0_278ee65aed0e1f3c94c29fe0972aec38.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პრეს-ცენტრი
რატომ აღმოჩნდა საქართველო პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე: ექსპერტის მოსაზრება
პოლიტოლოგის აზრით, ოპოზიციურმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ხანია თავი დაანება პოლიტიკურ საქმიანობას და „სექტას“ დაემსგავსა
თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. საქართველო პოლიტიკური კრიზისის ზღვარზე იმის გამო აღმოჩნდა, რომ თავის დროზე მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ საზოგადოებისგან ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ იზოლირება არ მოახდინა, მიაჩნია პოლიტოლოგ გიგლა ბარამიძეს.
საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე თავისი მოსაზრება მან Sputnik-საქართველოს მულტიმედიურ პრესცენტრში გამართულ ბრიფინგზე გამოთქვა.
„იმ მოვლენების დასაბამი, რომლებიც ამჟამად საქართველოში ვითარდება, უნდა ვეძებოთ 2012-2013 წლებში, როდესაც პოლიტიკურ რეალობაში სერიოზული ცვლილებები მოხდა, მაგრამ არ მოჰყვა ის ნაბიჯები, რომლებსაც ამომრჩეველი და ქართველი ხალხი ითხოვდა“, - აღნიშნა ბარამიძემ.
მისი სიტყვებით, ეს მოთხოვნები იყო სამართლიანობის აღდგენა და ე.წ. კოჰაბიტაციის მიუღებლობა. ეს ტერმინი ქართულ პოლიტიკაში მას შემდეგ გაჩნდა, რაც პარლამენტი პარტია „ქართული ოცნების“ ხელში გადავიდა, პრეზიდენტის თანამდებობაზე კი „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ უკვე ოპოზიციონერი ლიდერი მიხეილ სააკაშვილი რჩებოდა.
„არ გამართულა სასამართლო პროცესები, რათა დასჯილიყვნენ არაერთ დანაშაულში დამნაშავენი. მე არ ვარ დასჯის მომხრე, მაგრამ ქვეყანა წინ ვერ წავა განვითარებისა და დემოკრატიის თვალსაზრისით, ვიდრე არ დაისჯებიან ისინი, ვისაც ხელი სისხლში აქვს გასვრილი, ვინც ქართული ტერიტორიების დაკარგვას შეუწყო ხელი, ვინც ელიტური კორუფცია გააღვივა“, - განაცხადა ბარამიძემ „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაზე“ საუბრისას.
„სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს“ - აღნიშნა პოლიტოლოგმა და დადებითად შეაფასა ის ფაქტი, რომ ყოფილი პრეზიდენტი ბოლოს მაინც აღმოჩნდა ციხეში.
„მთავარია, რომ მმართველ პარტიას აქვს შესაძლებლობა, შექმნას პირობები ჯანსაღ, კონსტრუქციულ ოპოზიციასთან თანამშრომლობისთვის და არ ეთამაშოს ამ ნაციონალურ „სექტას“. მაშინ ქვეყანაში ნორმალური პოლიტიკური პროცესები წარიმართება. თუ არა და, ჩვენ კვლავაც მოგვიწევს იმის ყურება, რაც ზოგჯერ ადრეულ შუა საუკუნეებს მაგონებს“, - აღნიშნა მან.
ბარამიძის აზრით, ოპოზიციურმა ძალამ „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ დიდი ხანია, თავი დაანება პარტიულ საქმიანობას, მიუხედავად იმისა, რომ ახერხებს, ყველა არჩევნებზე მიიღოს ამომრჩევლების ხმები.
„რასაც ისინი აკეთებენ - ეს სექტისთვის დამახასიათებელი ქმედებებია. თეთრზე ყველას უმტკიცებენ, რომ შავია, შავზე ამბობენ, რომ თეთრია. თანაც ამას აკეთებენ არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სამი ოპოზიციური არხის მეშვეობით, რომლებსაც აფინანსებენ თავის დროზე ქართული სახელმწიფოსგან მოპარული ფულით“, - ამტკიცებს პოლიტოლოგი.
საქართველოში ვითარება ყოფილი პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის დაბრუნებისა და დაპატიმრების, ასევე ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების ჩატარების შემდეგ დაიძაბა. ოპოზიციამ არჩევნები გაყალბებულად გამოაცხადა და მთელ ქვეყანაში საპროტესტო აქციები დაიწყო.
სააკაშვილმა საქართველოს საზღვარი ფარულად უკანონოდ გადმოკვეთა. იგი 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. სამშობლოში მას მისჯილი აქვს ექვსი წლით თავისუფლების აღკვეთა ორ სისხლის სამართლის საქმეზე. კიდევ სამი საქმე მის წინააღმდეგ, მათ შორის, საზღვრის უკანონოდ გადმოკვეთის საკითხი, ამჟამად იხილება.
ყოფილი პრეზიდენტი ბრალდებებს მის წინააღმდეგ ფაბრიკაციად მიიჩნევს, თავს კი პოლიტპატიმარს უწოდებს.
სააკაშვილის მხარდამჭერებმა პერმანენტული საპროტესტო აქციები დააანონსეს. ისინი ყოფილი პრეზიდენტის გათავისუფლებასა და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნას ითხოვენ.