პროკურორი: სააკაშვილს ტელეფონით საუბარი აკრძალული აქვს

© photo: Sputnikთბილისის საქალაქო სასამართლო
თბილისის საქალაქო სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
პროკურორის თქმით, სასამართლომ ყოფილ პრეზიდენტს მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება გაუუქმა, მაგრამ არ გაუუქმებია უფლების შეზღუდვა
თბილისი, 10 ნოემბერი - Sputnik. მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, მიხეილ სააკაშვილისთვის სატელეფონო საუბრის უფლების შეზღუდვა ძალაშია, განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა.
საქართველოს მესამე პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდა, შესაბამისი გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ რამდენიმე საათის წინ მიიღო. სააკაშვილის ადვოკატებმა განაცხადეს, რომ ამგვარად სააკაშვილს მიეცემოდა სატელეფონო საუბრის უფლება.
„ჩვენ, როგორც ბრალდების მხარემ, „საპატიმრო კოდექსის“ შესაბამისად, მართლმსაჯულების მიზნით და ლეგიტიმური მიზნით, შევზღუდეთ ბრალდებულის გარკვეული უფლება, მათ შორის, სატელეფონო საუბრის უფლება. ეს შეზღუდვა ძალაშია, რადგან კანონმდებლობის შესაბამისად, ჩვენ გვაქვს ამის ლეგიტიმური უფლება და ჩვენ ამ შეზღუდვას ვიყენებთ მართლმსაჯულების ინტერესებისთვის“, - განაცხადა ჯარჯი წიკლაურმა.
თბილისის სასამართლო - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
„ადვოკატებს სანახაობა სურდათ და არა სააკაშვილის მონაწილეობა" – პროკურორი სხდომის დეტალებზე
მისი თქმით, სასამართლომ მხოლოდ აღკვეთის ღონისძიება გააუქმა, მაგრამ უფლების შეზღუდვა ძალაში დატოვა.
სააკაშვილი თბილისში 1 ოქტომბერს დააპატიმრეს. ბოლო დრომდე იგი სარგებლობდა შეხვედრების უფლებით და საქართველოს ფოსტის მეშვეობით მიმოწერის უფლებით.
ორშაბათს იგი გლდანის ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამის შემდეგ მასთან იმყოფებოდნენ ექიმები, ადვოკატები, სახალხო დამცველი და სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურის წარმომადგენლები. სხვა მნახველები არ შეუშვიათ. ციხის ადმინისტრაცია არაფერს ამბობს იმის თაობაზე, თუ რა უფლებებით სარგებლობა შეუძლია სააკაშვილს ციხის საავადმყოფოში.
ყველა ახალი ამბავი
0