https://sputnik-georgia.com/20211110/advokatebs-sanaxaoba-surdat-da-ara-saakasvilis-monawileoba-prokurori-sxdomis-detalebis-sesaxeb-261963748.html
„ადვოკატებს სანახაობა სურდათ და არა სააკაშვილის მონაწილეობა" – პროკურორი სხდომის დეტალებზე
„ადვოკატებს სანახაობა სურდათ და არა სააკაშვილის მონაწილეობა" – პროკურორი სხდომის დეტალებზე
Sputnik საქართველო
სააკაშვილის ბრალეულობა სასამართლოში დადასტურდება, ირწმუნება პროკურორი. 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T19:40+0400
2021-11-10T19:40+0400
2021-11-10T23:06+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250207789_0:85:1620:996_1920x0_80_0_0_ab9791bf8ddb7a0b55ea085b31828bf5.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ბრალდების მხარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე დასწრების წინააღმდეგი არ არის, ხოლო პოლიტიკოსის ადვოკატები ამ საკითხის მანიპულირებით სანახაობის მოწყობას ცდილობდნენ, განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურატურა მზადა არის იმისთვის, რომ სააკაშვილი დაესწროს სასამართლო პროცესს როგორც სხდომათა დარბაზში, ისე ციხეში ან დისტანციურად, რაც, მისი თქმით, ადვოკატებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.„დღევანდელ სხდომაზე ავდოკატების მიზანი იყო ერთგვარი სანახაობის მოწყობა და პოლიტიკური სპეკულაციები“, – განაცხადა წიკლაურმა.მან აღნიშნა, რომ პროკურატურა მზადაა სააკაშვილის თანდასწრებითაც დაამტკიცოს ამ საქმეში მისი ბრალეულობა და მტკიცებულებები წარადგინოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სასამართლოში უკვე დაიკითხა 150 მოწმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს დაზარალებული პირები.სააკაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველმა ორგანოებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე აქციის მონაწილეები დაარბიეს და უკანონოდ გამოიყენეს არალეტალური იარაღი.გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით, სააკაშვილის ბრძანებით მაღალჩინოსნებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჩამოართვეს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება, მათ შორის მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.
https://sputnik-georgia.com/20211110/7noembris-saqmeze-saakashvilsvis-shepardebuli-patimroba-gauqmda-261960420.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250207789_90:0:1530:1080_1920x0_80_0_0_f786ab3ae409a6b38a24ee1fc2f8da6a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
„ადვოკატებს სანახაობა სურდათ და არა სააკაშვილის მონაწილეობა" – პროკურორი სხდომის დეტალებზე
19:40 10.11.2021 (განახლებულია: 23:06 10.11.2021) სააკაშვილის ბრალეულობა სასამართლოში დადასტურდება, ირწმუნება პროკურორი.
თბილისი, 10 ნოემბერი – Sputnik. ბრალდების მხარე საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომებზე დასწრების წინააღმდეგი არ არის, ხოლო პოლიტიკოსის ადვოკატები ამ საკითხის მანიპულირებით სანახაობის მოწყობას ცდილობდნენ, განაცხადა პროკურორმა ჯარჯი წიკლაურმა ოთხშაბათს გამართულ ბრიფინგზე.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ პროკურატურა მზადა არის იმისთვის, რომ სააკაშვილი დაესწროს სასამართლო პროცესს როგორც სხდომათა დარბაზში, ისე ციხეში ან დისტანციურად, რაც, მისი თქმით, ადვოკატებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა.
„დღევანდელ სხდომაზე ავდოკატების მიზანი იყო ერთგვარი სანახაობის მოწყობა და პოლიტიკური სპეკულაციები“, – განაცხადა წიკლაურმა.
მან აღნიშნა, რომ პროკურატურა მზადაა სააკაშვილის თანდასწრებითაც დაამტკიცოს ამ საქმეში მისი ბრალეულობა და მტკიცებულებები წარადგინოს. ამასთან, მან აღნიშნა, რომ სასამართლოში უკვე დაიკითხა 150 მოწმე, მათ შორის 2007 წლის ნოემბრის მოვლენების დროს დაზარალებული პირები.
„ჩვენ, როგორც ბრალდების მხარე, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ... ყველა ბრალდებულმა კანონის მთელი სიმკაცრით პასუხი აგოს 7 ნოემბერს ჩადენილი დანაშაულებისთვის“, – განაცხადა წიკლაურმა.
სააკაშვილს და სხვა მაღალჩინოსნებს ბრალად ედებათ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება და 5-დან 8 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.
გამოძიების ვერსიით, 2007 წლის 7 ნოემბერს რუსთაველის გამზირზე და რიყის მიმდებარე ტერიტორიაზე სამართალდამცველმა ორგანოებმა საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დანაშაულებრივი ბრძანების საფუძველზე აქციის მონაწილეები დაარბიეს და უკანონოდ გამოიყენეს არალეტალური იარაღი.
გარდა ამისა, გამოძიების ინფორმაციით, სააკაშვილის ბრძანებით მაღალჩინოსნებმა ქართველი მილიარდერის ბადრი პატარკაციშვილის ოჯახს ჩამოართვეს ტელეკომპანია „იმედი“ და სხვა ქონება, მათ შორის მთაწმინდის პარკი და რუსთავის მეტალურგიული ქარხანა.