https://sputnik-georgia.com/20211110/7noembris-saqmeze-saakashvilsvis-shepardebuli-patimroba-gauqmda-261960420.html
7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა
7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა
Sputnik საქართველო
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება. 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T17:33+0400
2021-11-10T17:33+0400
2021-11-10T22:40+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივი დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ მითვისების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, თუმცა იგი პროცესს არ ესწრებოდა, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა უსაფრთხოებიდან და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის სასამართლოში მიყვანაზე უარი განაცხადა. დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა. აღკვეთის ღონისძიების გადახედვა ყოველი ცხრა თვის შემდეგ ხდება, როდესაც პატიმრობის შესახებ უკვე შეფარდებული ზომა ძალას კარგავს. სააკაშვილისთვის მორიგი ცხრათვიანი ვადა, რომელიც თავის დროზე მას დაუსწრებლად შეუფარდეს, 10 ნოემბერს იწურებოდა.ამ დროისათვის საქმის ფიგურანტებზე – ყოფილ პროკურორ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილზე ძებნაა გამოცხადებული, თუმცა ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ თავისუფლად გადაადგილდებიან.თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება.სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, სწორედ ეს აღკვეთის ღონისძიება უზღუდავდა აქამდე ექს-პრეზიდენტს სატელეფონო ზარების განხორციელებას, ახლა კი მას შეუძლია თვეში სამჯერ 15 წუთით ტელეფონით ისარგებლოს.აღკვეთის ღონისძიების გადახედვა სააკაშვილის ადვოკატების გარეშე წარიმართა. მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც მოსამართლემ კიდევ ორ ადვოკატს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა და ამასთანავე არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სასამართლო დარბაზში დასწრების შესახებ შუამდგომლობა.სასამართლო სხდომა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქციის ფონზე გაიმართა, სასამართლოს ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.
https://sputnik-georgia.com/20211110/saakasvilis-advokatebma-sasamartlo-darbazodatoves-261959132.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
7 ნოემბრის საქმეზე სააკაშვილისთვის შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა
17:33 10.11.2021 (განახლებულია: 22:40 10.11.2021) თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილისთვის 2007 წლის 7 ნოემბრის საქმეზე შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობა გაუქმდა. შესაბამისი გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო ელიეშვილმა რამდენიმე წუთის წინ მიიღო.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში ტელეკომპანია „იმედის“, 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის ძალადობრივი დარბევისა და პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ მითვისების საქმეზე სასამართლო პროცესი გაიმართა. საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია, თუმცა იგი პროცესს არ ესწრებოდა, რადგან პენიტენციურმა სამსახურმა უსაფრთხოებიდან და სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე მის სასამართლოში მიყვანაზე უარი განაცხადა.
დღევანდელ სხდომაზე სასამართლომ სააკაშვილისთვის აღკვეთის ღონისძიების გადახედვაზე იმსჯელა. აღკვეთის ღონისძიების გადახედვა ყოველი ცხრა თვის შემდეგ ხდება, როდესაც პატიმრობის შესახებ უკვე შეფარდებული ზომა ძალას კარგავს. სააკაშვილისთვის მორიგი ცხრათვიანი ვადა, რომელიც თავის დროზე მას დაუსწრებლად შეუფარდეს, 10 ნოემბერს იწურებოდა.
„სასამართლო სააკაშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიება – პატიმრობის აუცილებლობას ვერ ხედავს. რაც შეეხება ადეიშვილს, კეზერაშვილს, სხდომაზე წარმოდგენილი არ ყოფილა რაიმე ახალი გარემოება, რომ აღკვეთის ღონისძიება გაუქმებულიყო. ამიტომ პატიმრობა უცვლელად იქნება დატოვებული“, – განაცხადა ელიეშვილმა.
ამ დროისათვის საქმის ფიგურანტებზე – ყოფილ პროკურორ ზურაბ ადეიშვილსა და თავდაცვის ექს-მინისტრ დავით კეზერაშვილზე ძებნაა გამოცხადებული, თუმცა ისინი ქვეყნის ფარგლებს გარეთ თავისუფლად გადაადგილდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის ეპიზოდზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი 29 ნოემბერს, 11:00 საათზე განახლდება.
სააკაშვილის ერთ-ერთი ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, სწორედ ეს აღკვეთის ღონისძიება უზღუდავდა აქამდე ექს-პრეზიდენტს სატელეფონო ზარების განხორციელებას, ახლა კი მას შეუძლია თვეში სამჯერ 15 წუთით ტელეფონით ისარგებლოს.
აღკვეთის ღონისძიების გადახედვა სააკაშვილის ადვოკატების გარეშე წარიმართა. მათ სხდომათა დარბაზი პროტესტის ნიშნად მას შემდეგ დატოვეს, რაც მოსამართლემ კიდევ ორ ადვოკატს სხდომაზე დასწრების უფლება არ მისცა და ამასთანავე არ დააკმაყოფილა სააკაშვილის სასამართლო დარბაზში დასწრების შესახებ შუამდგომლობა.
სასამართლო სხდომა საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მომხრეთა აქციის ფონზე გაიმართა, სასამართლოს ტერიტორიაზე სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა იყო მობილიზებული. აქციამ ექსცესების გარეშე ჩაიარა.