პოლონეთის პრეზიდენტი: სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს

© AFP 2024 / MATEUSZ SLODKOWSKIანჯეი დუდა
ანჯეი დუდა - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის დაკავება ქვეყნის იმიჯზე იმოქმედებს, განაცხადა პოლონეთის პრეზიდენტმა ანჯეი დუდამ, იუწყება პოლონეთის რადიო.
აღნიშნული განცხადება დუდამ საქართველოს პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან სატელეფონო საუბრისას გააკეთა.
პოლონეთის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ სააკაშვილი პოლონეთში აღიქმება როგორც ლეხ კაჩინსკის მეგობარი. მან ზურაბიშვილს სთხოვა მიიღოს შესაბამისი ზომები, რათა ექს-პრეზიდენტის საქმე მშვიდობიანი გზით გადაიჭრას.
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
დავით ზალკალიანის მოადგილემ უკრაინის ელჩს სააკაშვილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა
მანამდე საქართველოს მთავრობას ამერიკის შეერთებულმა შტატებმაც მოუწოდა – სააკაშვილს „სამართლიანად და ღირსეულად" მიუდგნენ. ასევე დაუყოვნებლივ მიიღონ ზომები, რათა ექს-პრეზიდენტს ფსიქოლოგიური დახმარება გაეწიოს.
სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი 29 სექტემბერს არალეგალურად გადმოკვეთა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. მის წინააღმდეგ რამდენიმე სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. ორ საქმეზე განაჩენი უკვე გამოტანილია, დანარჩენები კი სასამართლო წარმოებაშია.
მიხეილ სააკაშვილი თავს პოლიტპატიმრად მიიჩნევს და მის წინააღმდეგ წაყენებულ ყველა ბრალდებას ფაბრიკაციას უწოდებს.
ყველა ახალი ამბავი
0