https://sputnik-georgia.com/20211110/nacmozraobis-aqciebze-aqtivistebi-daakaves-261942339.html
არეულობები და დაკავებები თბილისში: „ნაცმოძრაობის" აქციებზე ვითარება დაძაბულია
არეულობები და დაკავებები თბილისში: „ნაცმოძრაობის" აქციებზე ვითარება დაძაბულია
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად ტარდება. 10.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-10T12:10+0400
2021-11-10T12:10+0400
2021-11-10T18:59+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261939706_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_e9942f57b0f0a8d5c2568e52e00d80f0.jpg
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) შენობასთან გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე დაახლოებით ათი პირი დააკავეს, იუწყება „Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.დილიდან სუსის შენობასთან ოპოზიციის მომხრეები არიან შეკრებილი, მათ სამი მოთხოვნა აქვთ: ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.სამართალდამცველებთან სიტყვიერმა დაპირისპირებამ კონფრონტაცია გამოიწვია. პოლიციამ აქციიდან რამდენიმე ადამიანი გაიყვანა.როგორც პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, აქტივისტები სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა მოთხოვნების დაუმორჩილებლობისა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობისთვის დააკავეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა.„Sputnik-საქართველო" დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის გარკვევას შსს-ში ცდილობს.სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პარალელურად ტარდება აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროსთან, საიდანაც ასევე ვრცელდება ინფორმაცია აქტივისტების დაკავების შესახებ.სააკაშვილის ფაქტორი30 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სააკაშვილმა ოპოზიციას პროტესტისკენ მოუწოდა. ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უდგას სათავეში, არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ იგი გაყალბდა.თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამჟამად ექს-პრეზიდენტი გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი. დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სააკაშვილის პროცესი გაიმართება. დაესწრება თუ არა ექს-პრეზიდენტი სასამართლოს, ჯერჯერობით უცნობია.სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი წაყენებული აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.
https://sputnik-georgia.com/20211110/saakashvilis-sasamartloze-daswreba-gaurkvevelia-261938868.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0a/261939706_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_bf77834fc12b1ea5911057068d998544.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოება, ახალი ამბები, საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
არეულობები და დაკავებები თბილისში: „ნაცმოძრაობის" აქციებზე ვითარება დაძაბულია
12:10 10.11.2021 (განახლებულია: 18:59 10.11.2021) ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია თბილისში რამდენიმე ლოკაციაზე პარალელურად ტარდება.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის (სუსის) შენობასთან გამართულ ოპოზიციის საპროტესტო აქციაზე დაახლოებით ათი პირი დააკავეს, იუწყება
„Sputnik-საქართველოს" კორესპონდენტი ადგილიდან.
დილიდან სუსის შენობასთან ოპოზიციის მომხრეები არიან შეკრებილი, მათ სამი მოთხოვნა აქვთ: ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა, მისი გათავისუფლება და ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა.
სამართალდამცველებთან სიტყვიერმა დაპირისპირებამ კონფრონტაცია გამოიწვია. პოლიციამ აქციიდან რამდენიმე ადამიანი გაიყვანა.
„გაუგებარია რა მოხდა. ჩვენი აქტივისტები აქციიდან გაჰყავთ და საპატრულო მანქანებში სვამენ", – განაცხადა "ნაციონალური მოძრაობის" ერთ-ერთმა ლიდერმა, დეპუტატმა ანი წითლიძემ.
როგორც პოლიციის თანამშრომლები აცხადებენ, აქტივისტები სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენელთა მოთხოვნების დაუმორჩილებლობისა და გზის სავალი ნაწილის გადაკეტვის მცდელობისთვის დააკავეს. ადგილზე საპატრულო პოლიციის უფროსი ვაჟა სირაძე მივიდა.
„Sputnik-საქართველო" დაკავებულთა ზუსტი რაოდენობის გარკვევას შსს-ში ცდილობს.
სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია პარალელურად ტარდება აგრეთვე ჯანდაცვის სამინისტროსთან, საიდანაც ასევე ვრცელდება ინფორმაცია აქტივისტების დაკავების შესახებ.
30 ოქტომბერს გამართული თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემდეგ სააკაშვილმა ოპოზიციას პროტესტისკენ მოუწოდა. ოპოზიციური გაერთიანება, რომელსაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" უდგას სათავეში, არჩევნების შედეგების აღიარებაზე უარს აცხადებს და ამტკიცებს, რომ იგი გაყალბდა.
თავად მიხეილ სააკაშვილი, რომელიც სამშობლოში არალეგალურად 29 სექტემბერს დაბრუნდა, 1 ოქტომბერს თბილისში დააკავეს. რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე სააკაშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. ამჟამად ექს-პრეზიდენტი გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაშია გადაყვანილი.
დღეს თბილისის საქალაქო სასამართლოში 2007 წლის 7 ნოემბრის აქციის დარბევის საქმეზე სააკაშვილის პროცესი გაიმართება. დაესწრება თუ არა ექს-პრეზიდენტი სასამართლოს, ჯერჯერობით უცნობია.
სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში.
საქართველოს მესამე პრეზიდენტს ბრალი წაყენებული აქვს სსკ-ის 333-ე მუხლის მესამე ნაწილით - სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტება, რამაც ფიზიკური ან იურიდიული პირის უფლების, საზოგადოების ან სახელმწიფოს კანონიერი ინტერესის არსებითი დარღვევა გამოიწვია. დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით.