მოშიმშილე ელენე ხოშტარიას გადასხმის გაკეთება დასჭირდა

© photo: Sputnikელენე ხოშტარია
ელენე ხოშტარია - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
საქართველოს საკანონმდებლო ორგანოს წევრი პროტესტის უკიდურესი ფორმის შეწყვეტას არ აპირებს.
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. საკანონმდებლო ორგანოს შენობაში მოშიმშილე ოპოზიციონერ დეპუტატს ელენე ხოშტარიას გადასხმის გაკეთება დასჭირდა.
პარტია „დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობა პატიმრობაში მყოფი მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით 3 ნოემბერს დაიწყო. ამ დროისათვის სააკაშვილი ციხის საავადმყოფოშია მოთავსებული.

„ექიმების რჩევით მივედი გადაწყვეტილებამდე, რომ მივიღებ სამედიცინო ჩარევას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ სასიცოცხლო პარამეტრებს შეექმნება საფრთხე. ანალიზებმა აჩვენა, რომ რამდენიმე მაჩვენებელი იყო იმდენად საშიში, რომ საჭირო იყო გადასხმა. გუშინ პირველი გადასხმა ჩავიტარე“, – განაცხადა ხოშტარიამ ჟურნალისტებთან.

მისი თქმით, ამჟამად ის თავს კარგად გრძნობს. დეპუტატმა ასევე აღნიშნა, რომ მომავალში არანაირი გადასხმის გაკეთებას არ აპირებს.
„გავიკეთებ მხოლოდ იმ გადასხმას, რომელიც აგვარიდებს ან ლეტალური შედეგის დადგომას ან გონების დაკარგვას. ჩემი შიმშილობის რეჟიმი იქნება იმგვარი, რომ ბოლომდე შევძლო შიმშილობა და გავაგრძელო ამ სახით პროტესტი“, – განაცხადა ხოშტარიამ.
კახა კუჭავა - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
პარლამენტის თავმჯდომარე მოშიმშილე ელენე ხოშტარიას შეხვდა
ხოშტარია იმ დრომდე აპირებს შიმშილობის გაგრძელებას, ვიდრე მიხეილ სააკაშვილის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ყველასთვის მოულოდნელად 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. როგორც სპეციალურ პენიტენციურ სამსახურში განაცხადეს, ეს გადაწყვეტილება ყოფილი პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების თავიდან აცილებისა და გაზრდილი საფრთხის გამო იქნა მიღებული. ექს-პრეზიდენტი 41-ე დღეა შიმშილობს.
ოპოზიცია, რომელიც ექს-პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვს, მისი ციხის საავადმყოფოში გადაყვანას უკანონოდ მიიჩნევს და პერმანენტულ საპროტესტო აქციებს ატარებს.
ყველა ახალი ამბავი
0