მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

სიძვირე და დეფიციტი: 2022 წელს მსოფლიო ფასები გაიზრდება – ექსპერტების მძიმე პროგნოზი

© photo: Sputnik / Алексей Даничев / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. ჩინეთში ენერგეტიკული კრიზისის გამო მსოფლიოში საქონლის დეფიციტი გაჩნდება და ამასთან გაიზრდება ფასებიც, იუწყება The Times ექსპერტებზე დაყრდნობით.
გამოცემის ინფორმაციით, ჩინური ქარხნებისა და ფაბრიკების დიდი ნაწილი ელექტროენერგიის კრიზისის გამო მუშაობას აჩერებს ან ორდღიან სამუშაო კვირაზე გადადის, რის გამოც წარმოების მოცულობა მცირდება. ეს კი, თავის მხრივ, საქონელზე მსოფლიო ფასების მნიშვნელოვან მატებას გამოიწვევს.
სავაჭრო ცენტრი „კიდობანი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
რისი ფასები გაიზარდა საქართველოში – ახალი სტატისტიკა
ელექტროენერგიის კრიზისი ქვეყანაში ქვანახშირის კატასტროფული დეფიციტის შედეგად წარმოიშვა, რის გამოც ხელისუფლებამ ჩინეთის 34 რეგიონიდან 20-ში ელექტროენერგიის მოხმარებაზე შეზღუდვები დააწესა. აღნიშნული ზომების შედეგად საქონლის წარმოებაზე ორჯერ მეტი დრო იხარჯება და ქარხნები დროულად ვერ აწვდიან ნედლეულსა და მასალებს მზა საქონლის მწარმოებლებს.

„ნოემბრის ბოლოსთვის ყველაფერი ძალიან გართულდება“, — მიაჩნია ჰონკონგური კომპანია Robert Walters-ის ექსპერტს ჯონ მიულელის.

ნიდერლანდური ბანკი ING-ს ანალიტიკოსების აზრით, ჩინეთიდან პოპულარული საქონლის მიწოდებაში დეფიციტი თითქმის მთელი 2022 წლის განმავლობაში შენარჩუნდება, რაც საქონლის 10-12%-ით გაძვირებას გამოიწვევს გლობალური მასშტაბით.
აღინიშნება, რომ ჩინეთში ქვანახშირის დეფიციტის ძირითადი მიზეზი მისი გაძვირება და მიწოდებების შეფერხებებია. კიდევ ერთ მიზეზად დასახელდა ჩინეთის ხელისუფლების მიერ გატარებული ღონისძიებები, რომლებიც ეკოლოგიური სიტუაციის გამოსასწორებლად ატმოსფეროში გამოფრქვევების შემცირებას შეეხება.
ყველა ახალი ამბავი
0