მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ბაიდენისა და პუტინის ახალი შეხვედრა – დასახელდა სავარაუდო თარიღი

© photo: Sputnik / Sergey Guneev / გადასვლა მედიაბანკში
  - Sputnik საქართველო, 1920, 10.11.2021
გამოწერა
თბილისი, 10 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის და რუსეთის პრეზიდენტები — ჯო ბაიდენი და ვლადიმირ პუტინი შესაძლოა მომავალი წლის დასაწყისში შეხვდნენ ერთმანეთს, წერს Kommersant-ი წყაროებზე დაყრდნობით.
ამასთან გამოცემა აზუსტებს, რომ სახელმწიფოთა ლიდერები მანამდე, მიმდინარე წლის ბოლომდე ვიდეოკონფერენციის მეშვეობით გაესაუბრებიან ერთმანეთს.

„დეტალები ბოლომდე შეთანხმებული არ არის, ამიტომ არც კრემლში და არც თეთრ სახლში არ ჩქარობენ მათ გამჟღავნებას“, — ნათქვამია პუბლიკაციაში.

გამოცემის ცნობით, მოლაპარაკებათა დღის წესრიგი საკმაოდ ფართოა. სხვა თემებთან ერთად პრეზიდენტები ასევე ისაუბრებე იმაზე, თუ როგორ სრულდება ჟენევის სამიტზე მიღწეული შეთანხმებები.
როგორც სამშაბათს რუსეთის პრეზიდენტის პრეს-მდივანმა დმიტრი პესკოვმა ჟურნალისტებს განუცხადა, „გასაგებია, რომ შეხვედრა საჭიროა, რომ ორი პრეზიდენტის დიალოგი უნდა გაგრძელდეს, მაგრამ მკაფიო ვადები არ არსებობს“.
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
მსოფლიო დღეს
„ჩვენ ეს დღეს გავაკეთეთ“: ბაიდენმა პუტინისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა
რაც შეეხება ამერიკულ მხარეს, ერთი დღით ადრე თეთრი სახლის წარმომადგენელმა კარინ ჟან-პიერმა პრესასთან საუბრისას აღნიშნა, რომ „დასაანონსებელი ჯერჯერობით არაფერია“.
ჯო ბაიდენისა და ვლადიმირ პუტინის პირველი შეხვედრა ჟენევაში მიმდინარე წლის 16 ივნისს გაიმართა. სამიტის დასრულების შემდეგ ერთობლივ განცხადებაში ლიდერებმა აღნიშნეს, რომ მხარეები სტრატეგიული სტაბილურობის საკითხებზე საგნობრივი და ენერგიული ორმხრივი კომპლექსური დიალოგის ამოქმედებას აპირებენ. ამასთან დაიგეგმა კონსულტაციების ჩატარება კიბერუსაფრთხოების, შეიარაღების კონტროლისა და პატიმრების გაცვლის თემებზე.
ყველა ახალი ამბავი
0