მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

„ჩვენ ეს დღეს გავაკეთეთ“: ბაიდენმა პუტინისთვის მიცემული სიტყვა შეასრულა

  - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა განაცხადა, რომ შეასრულა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინისთვის მიცემული დაპირება, დაიჭიროს ჰაკერები მთელ მსოფლიოში, იუწყება თეთრი სახლის პრეს-სამსახური.

„როდესაც პრეზიდენტ პუტინს შევხვდი ივნისში, ნათლად ვუთხარი, რომ შეერთებული შტატები ყველა ზომას იხმარდა კიბერდამნაშავეების პასუხისგებაში მისაცემად. ჩვენ ეს დღეს გავაკეთეთ“, — განაცხადა პრეზიდენტმა.

აღსანიშნავია, რომ თეთრი სახლის პრეს-სამსახურმა ეს განცხადება მას შემდეგ გამოაქვეყნა, რაც ცნობილი გახდა, რომ შეერთებულმა შტატებმა კიბერთაღლითობაში ბრალი წაუყენა რუსეთის მოქალაქე ევგენი პოლიანსკისა და უკრაინელ იაროსლავ ვასინსკის.
ბაიდენის თქმით, შეერთებული შტატები აამოქმედებს „ფედერალური მთავრობის მთელ ძალას, რათა აღიკვეთოს დანაშაულებრივი კიბერაქტიურობა, განმტკიცდეს დაცვა ქვეყანაში, ვებრძოლოთ ვირტუალური ვალუტის ბოროტად გამოყენებას გამოსასყიდის გასათეთრებლად“.
რუსეთის საელჩო ვაშინგტონში - Sputnik საქართველო, 1920, 14.12.2020
კიბერშეტევა სახელმწიფო ორგანოებზე: აშშ-ში რუსეთის საელჩომ კომენტარი გააკეთა
ამასთან პრეზიდენტი აცხადებს, რომ აშშ საერთაშორისო თანამშრომლობას გამოიყენებს „გამოძალვის ეკოსისტემისა“ და დამნაშავეთა თავშესაფრების გასანადგურებლად, რომლებიც გამომძალველ პროგრამებს იყენებენ.
აღსანიშნავია, რომ პოლიანსკისა და ვასინსკის აშშ ჰაკერული დაჯგუფების წევრობაში ადანაშაულებს, რომელიც კიბერგამოძალვებით იყო დაკავებული და მსხვერპლთაგან 200 მილიონი დოლარის მიღება მოახერხა კრიპტოვალუტებში.
აშშ-ის ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, დაჯგუფების წევრები კომპიუტერულ პროგრამა Sodinokibi/REvil-ს იყენებდნენ, რომელმაც დაახლოებით 175 ათას კომპიუტერში შეაღწია მთელ მსოფლიოში. ორივე პირი სანქციების სიაშია შეყვანილი.
რუსეთის მოქალაქე პოლიანინმა, როგორც ამერიკული იუსტიციის უწყება ამტკიცებს, 13 მილიონი დოლარი მიიღო კიბერდანაშაულის გზით, საიდანაც 6 მილიონზე მეტის კონფისკაცია მოხერხდა. ის 28 წლისაა და, გამოძიების ფედერალური ბიუროს ინფორმაციით, შესაძლოა რუსეთში, ბარნაულში იმყოფებოდეს.
რაც შეეხება უკრაინელ 22 წლის ვასინსკის, ის მიმდინარე წლის ივლისში 10-მდე ამერიკულ კომპანიაზე კიბერთავდასხმაშია ეჭვმიტანილი. ვასინსკი უკვე დააკავეს პოლონეთში, იგეგემება მისი აშშ-ში დეპორტაცია.
სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებით, აშშ-ის ხელისუფლება 10 მილიონ დოლარს გადაიხდის ჯილდოს სახით ინფორმაციაში, რომელიც მათ დაჯგუფება Sodinokibi/REvil-ის ლიდერების ადგილსამყოფელის დადგენაში დაეხმარება.
ყველა ახალი ამბავი
0