თბილისში ბაროკოს მუსიკის ფესტივალი გაიმართება

© photo: courtesy of Sinfonietta Stageსაკონცერტო დარბაზი
საკონცერტო დარბაზი - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
სხვადასხვა ქვეყნის ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები მსმენელს სიამოვნებას მიანიჭებენ ცნობილი კომპოზიტორების ნაწარმოებებით.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ბაროკოს ეპოქის მუსიკის თბილისის რიგით მეშვიდე საერთაშორისო ფესტივალი 10 ნოემბრიდან 8 დეკემბრამდე პერიოდში გაიმართება, რომელშიც ცნობილი ქართველი და უცხოელი არტისტები მიიღებენ მონაწილეობას.
ფესტივალში „საქართველოს სიმფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობენ საქართველოს ხალხური სიმღერის სახელმწიფო ანსამბლი „ბასიანი“, გიორგი ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი, საფესტივალო გუნდი არჩილ უშვერიძის ხელმძღვანელობით და ა.შ.
უცხოელ სტუმრებს შორის არიან იტალიელი მომღერალი და მოცეკვავე ვინჩენცო კაპეცუტო, იტალიური ტრიო I Bassifondi და ფრანგი მომღერალი, მეცო-სოპრანო ნატალი პერესი.
ქალთა გუნდი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
თბილისში საგუნდო მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს
ფესტივალი რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე გაიხსნება კონცერტით „ქართული და ევროპული საეკლესიო მუსიკა“. საღამოს გაიჟღერებს ანტონიო ვივალდის Stabat Mater და კანტატა Nisi Dominus, ასევე ტრადიციული ქართული საეკლესიო გალობა.
თბილისის ყოველწლიური ბაროკოს საერთაშორისო ფესტივალი 2015 წელს თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა „საქართველოს სიმფონიეტამ“ დააფუძნა მაშინდელი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით.
სხვადასხვა წლებში ფესტივალის სტუმრები იყვნენ ბაროკოს მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები: ესპანელი გამბისტი ჟორდი სავალი, იტალიელი ფაგოტისტი სერჯიო აზოლინი და ვიოლონჩელისტი დევიდ ამადიოსი, გერმანელი მევიოლინე ქრისტინ ბუში, ფრანგი კლავესინისტი ჟან რონდო, ბერლინის ძველი მუსიკის აკადემიის ორკესტრი და მრავალი სხვა.
ყველა ახალი ამბავი
0