თბილისში საგუნდო მუსიკის ფესტივალი მიმდინარეობს

© courtesy of Tbilisi Women's Choirქალთა გუნდი
ქალთა გუნდი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
გამოწერა
კონცერტებზე დასწრება თავისუფალია. ორგანიზატორები მსმენელებს წინდახედულებისკენ მოუწოდებენ – აუცილებელია პირბადე, ხელების დეზინფექცია და სოციალური დისტანციის დაცვა.
თბილისი, 5 ნოემბერი – Sputnik. თბილისში რიგით მე-11 საგუნდო მუსიკის ფესტივალი გაიხსნა. ის 11 ნოემბრამდე გაგრძელდება.
პროგრამაშია გორის ქალთა კამერული გუნდის, რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტის მუსიკალური ფაკულტეტის გუნდის, ლაღიძის სახელობის ბათუმის მუსიკალური სკოლის გოგონათა გუნდის, ჭაბუკთა ვოკალური ანსამბლი „ფიროსმანის“ და სხვა გუნდების გამოსვლა. სულ ჩატარდება ექვსი კონცერტი და ერთი მასტერ-კლასი.
მუსიკალურ საღამოებზე დასწრება თავისუფალია. ორგანიზატორები კონცერტების მსმენელებს მოუწოდებენ, არ დაივიწყონ პანდემიის გამო დაწესებული მოთხოვნები – პირბადე, ხელების დეზინფექცია, სოციალური დისტანცია.
როიალი - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
მარტვილში კამერული მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი ჩატარდება
კონცერტები ვანო სარაჯიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში, ღვთისმშობლის მიძინების ტაძარსა და ზურაბ ანჯაფარიძის სახელობის მხატვრულ სკოლაში (№28) გაიმართება.
თბილისის საერთაშორისო საგუნდო მუსიკის ფესტივალი 2011 წელს თბილისის მერიის ინიციატივით დაარსდა.
ყველა ახალი ამბავი
0