https://sputnik-georgia.com/20211109/saqartvelom-txilis-eqsportisgan-56-mln-dolarze-meti-miigo-261918910.html
საქართველომ თხილის ექსპორტისგან 56 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
საქართველომ თხილის ექსპორტისგან 56 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
Sputnik საქართველო
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება. 09.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-09T16:35+0400
2021-11-09T16:35+0400
2021-11-09T20:53+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს ეკონომიკა
საქართველოს სოფლის მეურნეობა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23935/44/239354410_0:306:3264:2142_1920x0_80_0_0_78e22500a5fa6d7d0a1418faa371762b.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ 1 აგვისტოდან 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 12,4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ 56,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობა 39%-ით (3,5 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 14%-ით (7 მლნ დოლარით) გაიზარდა.ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში (5.504 ტონა), გერმანიაში (2.090 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (311 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (148 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), ესტონეთში (38 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა). ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (719 ტონა), ჩინეთი (578 ტონა), უკრაინა (236 ტონა), რუსეთი (211 ტონა), ბელარუსი (164 ტონა), ერაყი (144 ტონა), საუდის არაბეთი (133 ტონა), მექსიკა (120 ტონა), ალჟირი (104 ტონა), შვეიცარია (85 ტონა), აზერბაიჯანი (82 ტონა), კანადა (75 ტონა), არგენტინა (64 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (59 ტონა), ყაზახეთი (45 ტონა), გაერთიანებული სამეფო (22 ტონა), თურქეთი (22 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა), ყირგიზეთი (22 ტონა), მონტენეგრო (22 ტონა), ტუნისი (15 ტონა), იორდანია (14 ტონა) და სხვა ქვეყნები (2 ტონა).მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 წელს მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო–სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.
https://sputnik-georgia.com/20210827/txilis-eqsporti-mtavrobis-gegma-258688005.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23935/44/239354410_0:0:3264:2448_1920x0_80_0_0_1b0044e7f094b53306aba169a74ea150.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს ეკონომიკა, საქართველოს სოფლის მეურნეობა
საქართველომ თხილის ექსპორტისგან 56 მლნ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო
16:35 09.11.2021 (განახლებულია: 20:53 09.11.2021) ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროპის, აგრეთვე მეზობელი ქვეყნების ბაზრებზე ხორციელდება.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველომ 1 აგვისტოდან 7 ნოემბრის ჩათვლით პერიოდში 12,4 ათასი ტონა თხილის ექსპორტი განახორციელა, რომლის ღირებულებამ 56,4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა,
იუწყება გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
უწყების ცნობით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, წელს ექსპორტირებული თხილის მოცულობა 39%-ით (3,5 ათასი ტონით), ხოლო ღირებულება 14%-ით (7 მლნ დოლარით) გაიზარდა.
ქართული თხილის ექსპორტი ძირითადად ევროკავშირის ბაზრებზე ხორციელდება, კერძოდ, იტალიაში (5.504 ტონა), გერმანიაში (2.090 ტონა), ესპანეთში (402 ტონა), ჩეხეთში (401 ტონა), პოლონეთში (311 ტონა), ლიეტუვაში (218 ტონა), საფრანგეთში (148 ტონა), ბულგარეთში (110 ტონა), ლატვიაში (70 ტონა), საბერძნეთში (49 ტონა), ბელგიაში (41 ტონა), ესტონეთში (38 ტონა), უნგრეთში (22 ტონა), ხორვატიაში (20 ტონა).
ქართული თხილი ექსპორტზე გადის ასევე ისეთ ქვეყნებში, როგორებიცაა სომხეთი (719 ტონა), ჩინეთი (578 ტონა), უკრაინა (236 ტონა), რუსეთი (211 ტონა), ბელარუსი (164 ტონა), ერაყი (144 ტონა), საუდის არაბეთი (133 ტონა), მექსიკა (120 ტონა), ალჟირი (104 ტონა), შვეიცარია (85 ტონა), აზერბაიჯანი (82 ტონა), კანადა (75 ტონა), არგენტინა (64 ტონა), არაბთა გაერთიანებული საამიროები (59 ტონა), ყაზახეთი (45 ტონა), გაერთიანებული სამეფო (22 ტონა), თურქეთი (22 ტონა), უზბეკეთი (22 ტონა), ყირგიზეთი (22 ტონა), მონტენეგრო (22 ტონა), ტუნისი (15 ტონა), იორდანია (14 ტონა) და სხვა ქვეყნები (2 ტონა).
მიმდინარე წელს თხილის მოსავლის საპროგნოზო მოცულობა 65-70 ათას ტონამდეა, რაც თანხობრივად 150 მლნ დოლარის საექსპორტო პოტენციალს წარმოადგენს.
აღსანიშნავია, რომ 2016 წლიდან აზიური ფაროსანას და სოკოვანი დაავადებების გავრცელების გამო თხილის წარმოება (შესაბამისად, ექსპორტი) მცირდებოდა და 2018 წელს მინიმალურ ნიშნულს, 17 ათას ტონას მიაღწია.
ჩატარებული სამუშაოების შედეგად 2020 წელს მავნებლის რაოდენობა მინიმუმამდე შემცირდა, მოხერხდა სასოფლო–სამეურნეო კულტურების გადარჩენა და თხილის უხვი მოსავლის მიღება.