ქართული კომპანიების ფასიანი ქაღალდები ლონდონის ბირჟაზე: ერთი კვირის ვაჭრობის შედეგები

© AFP 2024 / TOLGA AKMENლონდონის ბირჟა
ლონდონის ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს მთავრობის ფასიანი ქაღალდების ღირებულება გასულ კვირაში შემცირდა.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს სუვერენული ობლიგაციების ღირებულება ლონდონის საფონდო ბირჟაზე გასულ კვირაში 0,16%-ით შემცირდა და 100,63 პუნქტი შეადგინა, მოგება შეადგენს 2,6%-ს, ნათქვამია საინვესტიციო კომპანია Galt&Taggart-ის ანგარიშში.
კორპორაციული ობლიგაციებით ვაჭრობა
საინვესტიციო კომპანიის მონაცემებით, „საქართველოს ბანკის" ევროობლიგაციების ღირებულება ერთ კვირაში 0,29%-ით შემცირდა, ვაჭრობა დაიხურა 2,26% მოგებით 106,24 პუნქტის ფასით. კომპანია Georgia Capital-ის გარიგებები ევროობლიგაციებზე დაიხურა 103,12 პუნქტის ფასით, 4,69% მოგებით, ფასი ერთ კვირაში 0,07%-ით გაიზარდა.
საქართველოში იპოთეკით უზრუნველყოფილი ობლიგაციების გამოშვება შესაძლებელი ხდება>>
„საქართველოს რკინიგზის" ევროობლიგაციების ღირებულება გასულ კვირაში 0,07%-ით შემცირდა 101,41 პუნქტამდე, მოგება შეადგენს 3,76%-ს.
აქციებით ვაჭრობა
ფასი „საქართველოს ბანკის" აქციებზე ლონდონის საფონდო ბირჟაზე ერთ კვირაში 2,9%-ით გაიზარდა და ერთ აქციაზე 15,62 ფუნტი სტერლინგი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში ბანკის 107 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,0–15,88 ფუნტის დიაპაზონში.
ლონდონის საფონდო ბირჟა - Sputnik საქართველო, 1920, 06.08.2021
2025 წლისთვის კაპიტალის ბაზარზე სახელმწიფო კომპანიების აქციების გატანა იგეგმება
კომპანია Georgia Capital-ის აქციების ფასი კვირის განმავლობაში შემცირდა 0,33%-ით და ერთ აქციაზე 6,02 ფუნტი შეადგინა. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 493 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შესრულდა, ამასთან ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 5,96–6,2 ფუნტის დიაპაზონში.
TBC Bank-ის აქციები ერთ კვირაში 1,15%-ით გაიზარდა 15,88 ფუნტამდე ერთ აქციაზე. სულ კვირის განმავლობაში კომპანიის 315 ათასი ფასიანი ქაღალდის ყიდვა–გაყიდვის გარიგება შედგა, ფასი მერყეობდა ერთ აქციაზე 15,4–16,02 ფუნტის დიაპაზონში.
ყველა ახალი ამბავი
0