https://sputnik-georgia.com/20211109/olimpiuri-tamasebis-priziorebi-universitetsi-ugamocdod-cabarebas-sezleben-261931202.html
ოლიმპიური თამაშების პრიზიორები უნივერსიტეტში ჩაბარებას უგამოცდოდ შეძლებენ
ოლიმპიური თამაშების პრიზიორები უნივერსიტეტში ჩაბარებას უგამოცდოდ შეძლებენ
Sputnik საქართველო
მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებისთვის შეღავათების საკითხი მოგვიანებით იქნება განხილული. 09.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-09T21:32+0400
2021-11-09T21:32+0400
2021-11-09T23:25+0400
სპორტი
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261927886_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_7737564964788001ea8f33899c9f2edd.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების ის წევრები, რომლებიც ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების პრიზიორები გახდებიან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეძლებენ.აღნიშნულ ინიციატივას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში განიხილეს. განათლების მინისტრის მოადგილის ვალერიან გობრონიძის აზრით, კანონის დებულება ასევე უნდა შეეხოს იმ სპორტსმენებს, რომლებმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე პირველი ადგილები დაიკავეს.თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდა წინადადებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტიდან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების ამოღება მოხდეს.კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას კენჭი უყარეს და მის მიერ წარმოდგენილ ფორმულირებას მხარი დაუჭირეს.წელს XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სპორტის 11 სახეობაში 35-მა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ოლიმპიადის შედეგებით, საქართველომ 8 მედლით გუნდურ ჩათვლაში 33-ე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა აიღეს ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. აქედან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს.
https://sputnik-georgia.com/20210804/triumfatori-laSa-talaxaZe-erT-milion-lars-miiRebs-252506154.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/09/261927886_324:0:1920:1197_1920x0_80_0_0_b5c1e3ef831cf7550984c79b6d284bdf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
სპორტი, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
ოლიმპიური თამაშების პრიზიორები უნივერსიტეტში ჩაბარებას უგამოცდოდ შეძლებენ
21:32 09.11.2021 (განახლებულია: 23:25 09.11.2021) მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებისთვის შეღავათების საკითხი მოგვიანებით იქნება განხილული.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. საქართველოს ეროვნული ნაკრების ის წევრები, რომლებიც ოლიმპიური და პარალიმპიური თამაშების პრიზიორები გახდებიან, საქართველოს ფიზიკური აღზრდისა და სპორტის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტში ჩარიცხვას ერთიანი ეროვნული გამოცდების ჩაბარების გარეშე შეძლებენ.
აღნიშნულ ინიციატივას „უმაღლესი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე“ კანონპროექტი ითვალისწინებს, რომელიც სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტში განიხილეს. განათლების მინისტრის მოადგილის ვალერიან გობრონიძის აზრით, კანონის დებულება ასევე უნდა შეეხოს იმ სპორტსმენებს, რომლებმაც მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე პირველი ადგილები დაიკავეს.
თუმცა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი გამოვიდა წინადადებით, რომ წარმოდგენილი კანონპროექტიდან მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონების ამოღება მოხდეს.
„ამ ეტაპზე დავტოვოთ მხოლოდ ოლიმპიური და პარალიმპიური პრიზიორები, მათ შორის 2020 ტოკიოს ოლიმპიური პრიზიორებიც, ხოლო მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონებზე მომავალში ვიმსჯელოთ“, – აღნიშნა მიხეილ ყაველაშვილმა.
კომიტეტის წევრებმა კომიტეტის თავმჯდომარის ინიციატივას კენჭი უყარეს და მის მიერ წარმოდგენილ ფორმულირებას მხარი დაუჭირეს.
წელს XXXIII ზაფხულის ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობა სპორტის 11 სახეობაში 35-მა ქართველმა სპორტსმენმა მიიღო. ოლიმპიადის შედეგებით, საქართველომ 8 მედლით გუნდურ ჩათვლაში 33-ე ადგილი დაიკავა. ქართველმა სპორტსმენებმა აიღეს ორი ოქროს, ხუთი ვერცხლის და 1 ბრინჯაოს მედალი. აქედან ოთხი მედალი ქართველმა ძიუდოისტებმა მოიპოვეს.