ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ტრიუმფატორი, ქართველი „გოლიათი" ერთ მილიონ ლარს მიიღებს

© REUTERS / EDGARD GARRIDOლაშა ტალახაძე
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
გამოწერა
საქართველოს ნაკრებისთვის ქართველი „გოლიათის" ლაშა ტალახაძის მედალი ტოკიოს ოლიმპიადაზე მეშვიდეა და ოქროსი – მეორე
თბილისი, 4 აგვისტო – Sputnik. ქართველი მძიმეწონოსანი ძალოსანი, ორგზის ოლიმპიური ჩემპიონი ლაშა ტალახაძე საქართველოს მთავრობისგან საჩუქრად 1 მილიონ ლარს მიიღებს.
საქართველოს მთავრობა სპორტსმენებს, რომლებიც ოქროს მედალს აიღებენ, 1 მილიონ ლარს დაჰპირდა.
ლაშა ტალახაძე - Sputnik საქართველო, 1920, 04.08.2021
„საქართველოს ჰყავს ფენომენალური სპორტსმენი“: ტალახაძეს გამარჯვებას ულოცავენ
ლაშა ტალახაძემ დღეს არა მარტო ოქროს მედალი მოიგო, არამედ მორიგი მსოფლიო რეკორდებიც დაამყარა და ამით თავისივე წინა რეკორდები მოხსნა. ქართველმა „გოლიათმა“ ატაცში პირველ ცდაზე ჯერ 208 კილოგრამი შეუკვეთა, რაც თავისუფლად დაძლია. მეორე ცდაზე ლაშამ 215 კილოგრამის აწევა შეძლო, ხოლო მესამე, ბოლო გამოსვლაზე მან 223 კილოგრამი ასწია, რაც მსოფლიოს ახალი რეკორდია. ტალახაძე შესანიშნავად გამოვიდა აკვრაშიც, მან პირველად 245 კილოგრამი დაძლია, მეორე ცდაზე 255 შეუკვეთა და ესეც – წარმატებით, ხოლო ბოლო, მესამე გამოსვლაზე 265 კილოგრამი ასწია, რაც ასევე მსოფლიო რეკორდია.
ორჭიდში ტალახაძემ ჯამში 488 კგ დააგროვა, რაც აგრეთვე მსოფლიო რეკორდია.
მეორე ოქრო ტოკიოდან - ლაშა ტალახაძე ოლიმპიური ჩემპიონია: ვიდეო>>
საქართველოს ნაკრებისთვის ტალახაძის მედალი მეშვიდეა ოლიმპიადაზე ტოკიოში, ხოლო ოქროსი – მეორე. პირველი ოქრო 21 წლის ძიუდოისტმა ლაშა ბექაურმა (–90) მოიპოვა, რომელიც ასევე მილიონ ლარს მიიღებს.
ყველა ახალი ამბავი
0