იურისტის მიერ შექმნილი ხარისხიანი ბრენდი და შეკვეთით შეკერილი ავტობუსი

© courtesy of Nina Londaridzeნინა ლონდარიძე
ნინა ლონდარიძე - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
გამოწერა
ხელსაქმე ბავშვობიდან მოსწონდა, მაგრამ სპეციალური განათლება არ მიუღია. თვითგანვითარებაზე ყოველთვის ზრუნავდა და ერთ დღესაც გატაცება საქმიანობად აქცია.
პროფესიით იურისტი ნინა ლონდარიძე თავიდან საკუთარი აქსესუარებისა და ჩანთების შექმნის დროს ყველა ფუნქციას მარტო ასრულებდა, შემდეგ სხვებიც დაასაქმა.
დღეს მისი ბრენდის HobbyGeorgia-ს ნაწარმზე საქართველოსა და უცხოეთში ერთნაირად მაღალი მოთხოვნაა. მათ შესაქმნელად ავტორი იყენებს ტყავს, ნაჭერს, თექას, ხესა და მეტალს სხვადასხვა კომბინაციებით. მის ბრენდს არაერთხელ აქვს მოპოვებული პროექტის „აწარმოე საქართველოში“ გრანტი, ასევე არის ფრანგული საგრანტო პროექტის „ქალი მეწარმეების ხელშეწყობა-გაძლიერებისათვის“ გამარჯვებული.
© courtesy of Nina Londaridzeნინა ლონდარიძე თავისი საავტორო ჩანთებით
ნინა ლონდარიძე თავისი საავტორო ჩანთებით - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ნინა ლონდარიძე თავისი საავტორო ჩანთებით
- ქალბატონო ნინა, რადგან დიზაინერის საქმიანობა ასეთი წარმატებული აღმოჩნდა თქვენთვის, ხომ არ ნანობთ, რომ თავის დროზე არჩევანი იურისტის პროფესიაზე შეაჩერეთ?
- პროფესიის არჩევის დროს ვფიქრობდი, რომ სწორ გზაზე ვიდექი, რადგან მაშინ ჩემი დამოკიდებულება ხელოვნების მიმართ მხოლოდ გატაცება მეგონა. იურისტის პროფესიის დაუფლებისას გავაანალიზე, რომ ჩემი ადგილი არ არის იქ, სადაც შემოქმედებითად ვერ დაიხარჯები. ჩემში სინანულის განცდა რომ შემომეშვა, დღეს ალბათ რომელიმე საადვოკატო ან სანოტარო ბიუროში მიხილავდით რიგით თანამშრომლად. სინანული ადამიანს მომავლის უკეთ ხედვის უნარს აკარგვინებს. ნაცვლად მოთქმა-გოდებისა, შეგიძლია დაჯდე და ჩამოწერო ყველაფერი, რაც მიზნის მისაღწევად გჭირდება. მოკლედ, მთავარია ადამიანმა მოინდომოს და წინ არაფერი დაუდგება. აქსესუარებსა და ტანსაცმელს საკუთარი თავისთვის ყოველთვის ვქმნიდი, თუმცა მათ რეალიზაციაზე არასოდეს მიფიქრია.
© courtesy of Nina Londaridzeნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
- როგორც ვიცი, ყველაფერი ერთმა შემთხვევამ გადაწყვიტა...
- დიახ, ერთხელ ქუჩაში სრულიად უცხო ადამიანი მომიახლოვდა და მთხოვა მესწავლებინა სად შევიძინე ზურგჩანთა, რომელიც ჩემი შეკერილი იყო. მაშინ „ჯეოსელში“ ვმუშაობდი. ამ შემთხვევის მერე იქიდან წამოვედი და დავიწყე ძებნა იმ ადგილების, სადაც ჩანთების შესაკერად საჭირო მასალას შევიძენდი. მერე სამგორში მეორადი საკერავი მანქანა ვიყიდე და მოგვიანებით „ფეისბუქზე“ გვერდი გავაკეთე.
© courtesy of Nina Londaridzeნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
- რატომ შეარჩიეთ თქვენი ბრენდის სახელად Hobby Georgia?
- ჰობი საქმიანობაა, როცა ადამიანი იღებს უდიდეს სიამოვნებას იმისგან, რასაც აკეთებს. სიამოვნებით და სიყვარულით შექმნილი ნაწარმი კი მომხმარებელს გულგრილს ვერ დატოვებს. პოზიტიური მუხტი გადამდებია და ზუსტად ვიცი, რომ ამას ყველა ადამიანი გრძნობს. ყოველდღე უამრავი გულთბილი მესიჯი მომდის და თითოეული მათგანი მოტივაციით მავსებს.
© courtesy of Nina Londaridzeნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
- ძირითადად რა მიმართულებებზე მუშაობთ?
- პირველი მიმართულება ჩანთები და აქსესუარებია, რისი მეშვეობითაც საზოგადოებამ გაგვიცნო. მეორე გახლავთ მასობრივი, კორპორაციული მიმართულება – ამ კუთხით ვაწარმოებთ ტანსაცმელს, უნიფორმებს, თეთრეულს, სკოლის ფორმებს, სამედიცინო ხალათებს და ა.შ.
© courtesy of Nina Londaridzeნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
- რომელია თქვენი ბრენდის მიერ შექმნილი ყველაზე წარმატებული მოდელი?
- წარუმატებელი Hobby Georgia-ს არც ერთი მოდელი არ ყოფილა. ყველა დიზაინს თავისი მომხმარებელი ჰყავს. ვცდილობ, რომ მრავალფეროვანი არჩევანი გვქონდეს, რათა ყველა ასაკისა და გემოვნების ადამიანი დავაკმაყოფილოთ.
© courtesy of Nina Londaridzeნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
- საქმიანობის ყველა ეტაპზე თავად ხართ ჩართული?
- ოთხი წლის წინ საქმიანობის ყველა ეტაპზე დიდი დოზით ვიყავი ჩართული. რაც იმას ნიშნავდა, რომ მოდელებს მე ვიგონებდი, მასალას მე ვარჩევდი და ვყიდულობდი, თავად ვჭრიდი, ვკერავდი, ფოტოებს ვუღებდი და სოციალურ ქსელებშიც მე ვავრცელებდი. როცა რომელიმე ნამუშევარი იყიდებოდა, კურიერიც თავად ვიყავი. ახლა უკვე მყავს მკერავები, გამომჭრელები, კურიერები და მოსწავლეებიც. მე დიზაინს ვიგონებ, დანარჩენს ჩემთან დასაქმებული გოგონები აკეთებენ. მიუხედავად იმისა, რომ საწარმოში მუშაობა კონვეირული სისტემით მიმდინარეობს, მე მაინც ყველგან ვარ. არც ერთი მზა ნივთი არ იფუთება ისე, რომ კარგად არ დავათვალიერო. ხარისხი ჩემი პრიორიტეტია.
© courtesy of Nina Londaridzeნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
- „თუ გამარჯვებაა - გუნდმა გაიმარჯვა, თუ მარცხია - ჩემი ბრალია“ - ამ პრინციპს ყოველთვის იცავთ?
- რა თქმა უნდა, ეს ჩემი პრინციპია. მიუხედავად იმისა, რომ კადრებს დიდი სიფრთხილით ვარჩევ, შემდეგ ყველა ნიუანსს თავად ვუხსნი და ადგილზე ვასწავლი, პასუხისმგებლობის დიდი წილი საკუთარ თავზე მაქვს აღებული. ყველა ღირსეულად ჩაბარებული შეკვეთა ჩვენი გამარჯვებაა, რომელსაც ერთად ვზეიმობთ. თუ წარმოების პროცესში შეფერხებას ვხედავ, ეს იმას ნიშნავს, რომ დასაქმებულს ან კარგად ვერ ავუხსენი სამუშაოს სპეციფიკა, ან ზედმეტად მეტი მოვითხოვე მისგან და დროა, რომ მას ტექნიკის დახვეწაში ან ახალი გზების ძიებაში დავეხმარო.
© courtesy of Nina Londaridzeნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
- შეკვეთა, რომელსაც ღიმილით იხსენებთ...
- მახსენდება, ერთხელ ელექტრონულ ფოსტაზე მივიღეთ შეტყობინება, სადაც დამკვეთი ითხოვდა ავტობუსი შეგვეკერა. დამკვეთი იყო ერთ-ერთი ქართული კომპანია, რომელიც ტურისტებს საქართველოს ღირსშესანიშნაობებს აცნობს. შეკერილი ავტობუსი კი მათ ვიზუალური ეფექტის მოსახდენად და ტურისტების მოსაზიდად სჭირდებოდათ. ვგიჟდები არაორდინარულ შეკვეთებზე და, რა თქმა უნდა, შევკერეთ. ჩვენი ნახელავი ავტობუსი სიგრძით და სიგანითაც 190 სმ იყო. მის წასაღებად ნამდვილი ავტობუსით მოაკითხეს. „შვილიკო'' ავტობუსი ჩავდეთ „დედა“ ავტობუსში და ისე გავუშვით.
© courtesy of Nina Londaridzeნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა - Sputnik საქართველო, 1920, 09.11.2021
ნინა ლონდარიძის ბრენდის „ჰობი ჯორჯიას“ ჩანთა
- უცხოელ დამკვეთზეც ხართ გასული…
- საქართველოს ფარგლებს გარეთ ჩვენი ნაწარმი ონლაინ იყიდება. ჯერჯერობით ტალინში გვქონდა გამოფენა, პანდემიამ საერთაშორისო ბაზართან დაკავშირებით გეგმები ჩვენც შეგვიცვალა. თუმცა პანდემიის პერიოდში მოვახერხეთ და საერთაშორისო გრანტი ორჯერ მოვიპოვეთ. მჯერა, რომ მომავალში, მიუხედავად შექმნილი რთული სიტუაციისა, ჩემს გუნდთან ერთად ბევრი საინტერესო ჩანაფიქრის განხორციელებას მაინც შევძლებ.
ყველა ახალი ამბავი
0