https://sputnik-georgia.com/20211109/daeswreba-tu-ara-saakasvili-sasamartlo-process-261926572.html
დაესწრება თუ არა სააკაშვილი სასამართლო პროცესს: ადვოკატი
დაესწრება თუ არა სააკაშვილი სასამართლო პროცესს: ადვოკატი
Sputnik საქართველო
ექს-პრეზიდენტის ადვოკატი მოითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებლად დაესწროს სასამართლოს. 09.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-09T18:35+0400
2021-11-09T18:35+0400
2021-11-09T22:43+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260307575_0:395:2047:1546_1920x0_80_0_0_eb30fe9e86abc34d6dfdeb0b6a06bacc.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოითხოვა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დაესწროს, განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელმაც 40 დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა, 10 ნოემბერს არის ჩანიშნული.სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.ადვოკატის თქმით, ახლა პენიტენციური სამსახური ვალდებულია სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულოს.„მიხეილ სააკაშვილის პროცესი ხვალ თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება არის შეშინებული“, – აღნიშნა ბასილიამ.ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ ხვალინდელი პროცესი სასამართლოში არ გაიმართოს.„მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ეს შეიძლება იყოს ბოლო შანსი იმის, რომ ის სასამართლოს წინაშე წარდგეს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.ამჟამად სააკაშვილი გლდანის №18 ციხის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ის ორშაბათს რუსთავის №12 ციხიდან გადაიყვანეს.მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
https://sputnik-georgia.com/20211109/cixis-saavadmkopo-ar-aris-magalteqnologiuri-mowyobilobebit-agchurvili-jandacva-261921303.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0a/07/260307575_0:404:2047:1939_1920x0_80_0_0_d86e9cf5ecf1c7beb5d93ef3bca52957.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
დაესწრება თუ არა სააკაშვილი სასამართლო პროცესს: ადვოკატი
18:35 09.11.2021 (განახლებულია: 22:43 09.11.2021) ექს-პრეზიდენტის ადვოკატი მოითხოვს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი აუცილებლად დაესწროს სასამართლოს.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. თბილისის საქალაქო სასამართლომ მოითხოვა, რომ საქართველოს ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლო სხდომას დაესწროს, განაცხადა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ.
მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, რომელმაც 40 დღის წინ შიმშილობა გამოაცხადა, 10 ნოემბერს არის ჩანიშნული.
სააკაშვილი ბრალდებულია „ტელეიმედის", 7 ნოემბრის დარბევის, პატარკაციშვილების ქონების უკანონოდ დაუფლების, ბიუჯეტის თანხების გაფლანგვასა და სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ გადაკვეთაში. აღნიშნულ საქმეებზე სასამართლო განხილვები მიმდინარეობს.
„საქალაქო სასამართლოს წარმომადგენელი დამიკავშირდა და მითხრა, რომ ხვალინდელ პროცესზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას მოითხოვენ. შესაბამისად, სასამართლომ დააფიქსირა, რომ სასამართლო პროცესი უნდა შედგეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და რომ მოითხოვენ სააკაშვილის სასამართლო დარბაზში გადაყვანას“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ადვოკატის თქმით, ახლა პენიტენციური სამსახური ვალდებულია სასამართლოს ეს მოთხოვნა შეასრულოს.
„მიხეილ სააკაშვილის პროცესი ხვალ თუ არ ჩატარდა სასამართლო დარბაზში, ეს იქნება კიდევ ერთი მაჩვენებელი იმისა, რომ ხელისუფლება არის შეშინებული“, – აღნიშნა ბასილიამ.
ადვოკატმა ასევე აღნიშნა, რომ არ არსებობს არანაირი სამართლებრივი საფუძველი იმისათვის, რომ ხვალინდელი პროცესი სასამართლოში არ გაიმართოს.
„მით უმეტეს, რომ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა დღითი დღე უარესდება და ეს შეიძლება იყოს ბოლო შანსი იმის, რომ ის სასამართლოს წინაშე წარდგეს“, – განაცხადა ბექა ბასილაიამ.
ამჟამად სააკაშვილი გლდანის №18 ციხის საავადმყოფოში იმყოფება, სადაც ის ორშაბათს რუსთავის №12 ციხიდან გადაიყვანეს.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. საქართველოს მესამე პრეზიდენტი პროტესტის ნიშნად დაკავების დღიდან შიმშილობს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
საქართველოში ექს-პრეზიდენტ სააკაშვილს დაუსწრებლად განაჩენი გამოტანილი აქვს ორ საქმეზე – სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტებზე. პირველ საქმეზე მას 3 წლით პატიმრობა, ხოლო მეორეზე - 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.