https://sputnik-georgia.com/20211109/cixis-saavadmkopo-ar-aris-magalteqnologiuri-mowyobilobebit-agchurvili-jandacva-261921303.html
ციხის საავადმყოფო არ არის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვილი: ჯანდაცვის სამინისტრო
ციხის საავადმყოფო არ არის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვილი: ჯანდაცვის სამინისტრო
Sputnik საქართველო
მანამდე სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და არ არის მაგნიტო-რეზონანსული... 09.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-09T17:19+0400
2021-11-09T17:19+0400
2021-11-09T21:32+0400
საზოგადოება
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670792_0:17:1080:625_1920x0_80_0_0_55b3d4e19147186fc0c456ab1cfdcde7.jpg
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ციხის საავადმყოფო, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, არ არის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვილი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილის პირადი ექიმი, ადვოკატები და მომხრეები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია.მანამდე სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი. საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გუშინ გაავრცელა რუსთავის №12 დაწესებულებიდან სააკაშვილის გადაყვანის ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ იგი დაწესებულებას ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ტოვებს.სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მოინახულა, განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. მას უთხრეს, თითქოს ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, განმარტა ლომჯარიამ.
https://sputnik-georgia.com/20211109/saxalxo-damcveli-cixis-saavadmyofosi-zogierti-samedicino-arwurviloba-ar-aris-261916915.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670792_112:0:968:642_1920x0_80_0_0_f6f86dad1ec3f996cd7152c65dbd0cf4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
საზოგადოება, ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო
ციხის საავადმყოფო არ არის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვილი: ჯანდაცვის სამინისტრო
17:19 09.11.2021 (განახლებულია: 21:32 09.11.2021) მანამდე სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.
თბილისი, 9 ნოემბერი — Sputnik. ციხის საავადმყოფო, სადაც საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილია მოთავსებული, არ არის მაღალტექნოლოგიური მოწყობილობებით აღჭურვილი, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ ბრიფინგზე.
ექს-პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 8 ნოემბერს რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან გლდანის ციხის ტერიტორიაზე მდებარე №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს. სააკაშვილის პირადი ექიმი, ადვოკატები და მომხრეები მის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვდნენ. ხელისუფლებამ არაერთხელ განაცხადა, რომ ეს გამორიცხულია.
„რამდენიმე დღის წინ გახლდით გლდანის საავადმყოფოში. შემოწმება ასევე განახორციელა რეგულირების სააგენტომ. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში შემიძლია ვთქვა, რომ გლდანის საავადმყოფოში შექმნილია ინტენსიური თერაპიის შესაძლებლობა, მობილიზებულია რეანიმაციის ბრიგადა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს კლინიკა არ არის მაღალტექნოლოგიური შესაძლებლობებით აღჭურვილი და, ბუნებრივია, შესაძლოა, დამატებით დახმარება დასჭირდეთ", – განაცხადა გაბუნიამ.
მანამდე სახალხო დამცველის აპარატმა განაცხადა, რომ მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში არ ფუნქციონირებს კათეტერიზაციის ლაბორატორია და არ არის მაგნიტო-რეზონანსული ტომოგრაფიის აპარატი.
საქართველოს სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა, მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, გუშინ გაავრცელა რუსთავის №12 დაწესებულებიდან სააკაშვილის გადაყვანის ვიდეოკადრები, რომელშიც ჩანს, რომ იგი დაწესებულებას ყოველგვარი წინააღმდეგობის გაწევის გარეშე ტოვებს.
სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, რომელმაც ექს-პრეზიდენტი ციხის საავადმყოფოში გადაყვანის შემდეგ მოინახულა, განაცხადა, რომ სააკაშვილის გადაყვანა რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის ნების საწინააღმდეგოდ მოხდა. მას უთხრეს, თითქოს ის სამოქალაქო კლინიკაში გადაჰყავდათ, განმარტა ლომჯარიამ.