თბილისის ცენტრში მასშტაბური საპროტესტო აქცია დაიწყო

© photo: Sputnik / Stringerსაპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე 2021 წლის 8 ნოემბერს
საპროტესტო აქცია თავისუფლების მოედანზე 2021 წლის 8 ნოემბერს - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
ოპოზიციამ კვლავ გაავსო თავისუფლების მოედანი თბილისის ცენტრში.
თბილისი, 8 ნოემბერი – Sputnik. ოპოზიციის მხარდამჭერები თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ – ისინი საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანას ითხოვენ.
აქციის დაწყებამდე ცოტა ხნით ადრე გაირკვა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის №18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
პალატა - Sputnik საქართველო, 1920, 05.11.2021
არის თუ არა მზად ციხის საავადმყოფო სააკაშვილის მისაღებად – ჯანდაცვის სამინისტროს შეფასება

„ხელისუფლებამ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთა“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ ნიკა მელიამ.

მისი თქმით, დღეიდან საქართველოში დიდი საპროტესტო მოძრაობა იწყება, რომელიც მხოლოდ სააკაშვილის გათავისუფლებისა და „მოპარული არჩევნების“ დაბრუნების შემდეგ დასრულდება.
„ნაციონალურმა მოძრაობამ“ და მასთან ერთად კოალიციაში მყოფმა ოპოზიციურმა პარტიებმა უარი თქვეს ადგილობრივი არჩევნების შედეგების აღიარებაზე, რომელიც თითქმის ყველგან მმართველი პარტიის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა მოიგეს.
სააკაშვილის პირადი ექიმი და ადვოკატები, ასევე მისი მხარდამჭერები კატეგორიულად ეწინააღმდეგებოდნენ ციხის საავადმყოფოში მის გადაყვანას და აცხადებდნენ, რომ დაწესებულება სათანადოდ არ არის აღჭურვილი. გარდა ამისა, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ დამნაშავეებს, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ.
რუსთავის ციხე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
წყლის ჭავლის მანქანა და სამედიცინო დანადგარები: რა ვითარებაა გლდანის ციხეში
მიხეილ სააკაშვილმა პროტესტის ნიშნად 1 ოქტომბერს ციხეში შიმშილობა გამოაცხადა. ექს-პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და მის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვენ.
მიხეილ სააკაშვილი უკრაინიდან საქართველოში 29 სექტემბერს მალულად ჩამოვიდა და 1 ოქტომბერს ის თბილისში დააკავეს. სააკაშვილი თავს პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევს, ხოლო მის წინააღმდეგ მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეებს – ფაბრიკაციად.
ყოფილი პრეზიდენტი სასამართლომ დაუსწრებლად ცნო დამნაშავედ სანდრო გირგვლიანის მკვლელობის საქმეზე დაპატიმრებულთა შეწყალების და დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეებზე. მას 6 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.
ყველა ახალი ამბავი
0