„არ დავუშვებთ ესკალაციას": შსს ოპოზიციის აქციამდე განცხადებას ავრცელებს

© photo: Sputnikპოლიცია
პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
გამოწერა
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები თბილისის ცენტრში იქნებიან მობილიზებული, რათა ოპოზიციის მიერ დაგეგმილ აქციაზე უზრუნველყონ საზოგადოებრივი წესრიგი და არ დაუშვან ვითარების ხელოვნური ესკალაცია, ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
თავისუფლების მოედანზე საპროტესტო აქცია 20:00 საათზეა დაგეგმილი, რომელზეც ოპოზიციის წარმომადგენლები სამომავლო მოქმედების გეგმას გამოაცხადებენ. მანამდე კი შაბათს, 6 ნოემბერს ოპოზიციამ ხელისუფლებას ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საპატიმროდან სამოქალაქო კლინიკაში გადასაყვანად 24-საათიანი ვადა მისცა. ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან პასუხი არ ყოფილა.
სააკაშვილი რუსთავის პენიტენციურ დაწესებულებაში 39-ე დღეა შიმშილობს.

„შსს-ს თანამშრომლები უსაფრთხოების ზომებიდან გამომდინარე დედაქალაქში მობილიზებული იქნებიან და საზოგადოებრივ წესრიგს დაიცავენ. შინაგან საქმეთა სამინისტრო იცავს ჩვენი მოქალაქეების საქართველოს კონსტიტუციით გარანტირებულ მშვიდობიანი შეკრებებისა და მანიფესტაციის გამართვის უფლებას", – ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

ამასთან, განცხადებაში აღნიშნულია, რომ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ადმინისტრაციული ორგანოების ბლოკირება და მათი საქმიანობის შეფერხება.
ირაკლი კობახიძე - Sputnik საქართველო, 1920, 08.11.2021
„ქართული ოცნება" ოპოზიციის ულტიმატუმს პასუხობს
„კანონდარღვევის ნებისმიერი ფაქტი პოლიციის მხრიდან მყისიერად იქნება აღკვეთილი და შესაბამისი სამართლებრივი რეაგირება მოჰყვება", – აღნიშნულია განცხადებაში.
თავის მხრივ, მმართველი პარტია „ქართული ოცნების" თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლებას ოპოზიციის ყველა შესაძლო დესტრუქციულ ნაბიჯზე შესაბამისი რეაგირება ექნება.
ყველა ახალი ამბავი
0