https://sputnik-georgia.com/20211108/saprotesto-aqciis-monawileebma-kancelariis-senobisken-gadainacvles-261897292.html
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობისკენ გადაინაცვლეს
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობისკენ გადაინაცვლეს
Sputnik საქართველო
საქართველოს მთავრობის შენობის წინ პოლიციაა მობილიზებული 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T22:29+0400
2021-11-08T22:29+0400
2021-11-09T08:54+0400
ახალი ამბები
მიხეილ სააკაშვილი
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261896892_0:240:1280:960_1920x0_80_0_0_5ff7441c82d4b326151d6fef7a1c9e3b.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. პოლიციამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ შეკრებილებს მოუწოდა, შენობა ალყაში მოექციათ.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და თანამოაზრეები, რომლებმაც აქცია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გამართეს, ორი საათის წინ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. მანამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და მის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვენ. გარდა ამისა, მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ პატიმრები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ.
https://sputnik-georgia.com/20211108/giuli-alasania-xelisuflebisgan-saakasvilis-adgilsamyofelis-sesaxeb-zust-informacias-itxovs-261897014.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261896892_44:145:1131:960_1920x0_80_0_0_52d13c6c3da9b0068e45c59418a243d4.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები, მიხეილ სააკაშვილი , საქართველო, პოლიტიკა საქართველოში
საპროტესტო აქციის მონაწილეებმა კანცელარიის შენობისკენ გადაინაცვლეს
22:29 08.11.2021 (განახლებულია: 08:54 09.11.2021) საქართველოს მთავრობის შენობის წინ პოლიციაა მობილიზებული
თბილისი, 8 ნოემბერი - Sputnik. პოლიციამ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის შენობის წინ ცოცხალი ჯაჭვი გააკეთა მას შემდეგ, რაც ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერმა ნიკა მელიამ შეკრებილებს მოუწოდა, შენობა ალყაში მოექციათ.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერები და თანამოაზრეები, რომლებმაც აქცია ქვეყნის ყოფილი პრეზიდენტის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით გამართეს, ორი საათის წინ თავისუფლების მოედანზე შეიკრიბნენ. მანამდე ცოტა ხნით ადრე ცნობილი გახდა, რომ სააკაშვილი რუსთავის ციხიდან გლდანის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში გადაიყვანეს.
ყოფილი პრეზიდენტის პირადი ექიმი, მისი ადვოკატები და ახლობლები ყოველდღიურად მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებაზე საუბრობენ და მის გადაყვანას მრავალპროფილურ სამოქალაქო კლინიკაში მოითხოვენ. გარდა ამისა, მათი თქმით, ციხის საავადმყოფოში მკურნალობენ პატიმრები, რომლებიც ყოფილი პრეზიდენტისთვის, შესაძლოა, საფრთხეს წარმოადგენდნენ.