https://sputnik-georgia.com/20211108/rustavelis-gamzirze-aqciis-gamo-transportis-mozraoba-izrudeba-261892206.html
რუსთაველის გამზირზე აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
რუსთაველის გამზირზე აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
Sputnik საქართველო
დღეს თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქცია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები სამომავლო მოქმედების გეგმას გამოაცხადებენ. 08.11.2021-ს, Sputnik საქართველო
2021-11-08T20:05+0400
2021-11-08T20:05+0400
2021-11-09T09:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისის მერია
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261893934_0:134:1281:854_1920x0_80_0_0_1d579d373c8c606746880f5701e9b8c7.jpg
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქციის გამო დღეს 20:00 საათიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, გ. ჭანტურიას ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე.გადაადგილება ასევე შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები კი ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით შეძლებენ გადაადგილებას.მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა კი დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების საშუალებით.მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე შეძლებენ და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით იმოძრავებენ.აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსებიც განსხვავებული მარშრუტებით იმოძრავებენ.დღეს თავისუფლების მოედანზე გაიმართება საპროტესტო აქცია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებს გააცნობენ.
https://sputnik-georgia.com/20211108/kuchava-zalis-gamoyeneba-ar-igegmeba-261891482.html
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2021
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/08/261893934_25:0:1164:854_1920x0_80_0_0_62b09f0488394e4189f31b02ada90d47.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
ახალი ამბები, საქართველო, თბილისის მერია
რუსთაველის გამზირზე აქციის გამო ტრანსპორტის მოძრაობა იზღუდება
20:05 08.11.2021 (განახლებულია: 09:02 09.11.2021) დღეს თავისუფლების მოედანზე 20:00 საათზე გაიმართება საპროტესტო აქცია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები სამომავლო მოქმედების გეგმას გამოაცხადებენ.
თბილისი, 8 ნოემბერი — Sputnik. რუსთაველის გამზირზე ოპოზიციის აქციის გამო დღეს 20:00 საათიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით, გ. ჭანტურიას ქუჩამდე ტრანსპორტის მოძრაობა დროებით შეიზღუდება. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
მოძრაობა შესაძლებელი იქნება ბარათაშვილის ხიდთან არსებულ პანდუსამდე და რუსთაველის გამზირის მხრიდან ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე.
გადაადგილება ასევე შეზღუდული იქნება კოტე აფხაზისა და დადიანის ქუჩებიდან თავისუფლების მოედნის მიმართულებით. კერძო სატრანსპორტო საშუალებების მძღოლები კი ლეონიძის, ინგოროყვას, ა. ჭავჭავაძის, გრიბოედოვის, ბარათაშვილისა და თაბუკაშვილის ქუჩების დახმარებით შეძლებენ გადაადგილებას.
მელიქიშვილის ქუჩიდან მთაწმინდის ქუჩებზე მოხვედრა შესაძლებელია ჯანაშიას, თარხნიშვილის, ტატიშვილის, ჭოველიძის, ზანდუკელის ქუჩების გავლით და შემდგომ ბარნოვის, გოგებაშვილისა და კაკაბაძეების ქუჩების გამოყენებით. მთაწმინდის რაიონიდან მელიქიშვილის ქუჩასა და მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიაზე მოხვედრა კი დასაშვები იქნება გრიბოედოვის, მაყაშვილის, ბარნოვისა და შანიძის ქუჩების საშუალებით.
მეტროს სადგურ „რუსთაველის“ მიმდებარე ტერიტორიიდან თავისუფლების მოედნისკენ მიმავალი კერძო ავტომობილები რუსთაველის გამზირზე გადაადგილებას ჭანტურიას ქუჩის კვეთამდე შეძლებენ და შემდეგ ჭანტურიას ქუჩისა და მტკვრის მარჯვენა სანაპიროს დახმარებით იმოძრავებენ.
აღნიშნულ პერიოდში მუნიციპალური ავტობუსები და მიკროავტობუსებიც განსხვავებული მარშრუტებით იმოძრავებენ.
დღეს თავისუფლების მოედანზე გაიმართება საპროტესტო აქცია, სადაც ოპოზიციის წარმომადგენლები მხარდამჭერებს სამომავლო გეგმებს გააცნობენ.